GE

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. მსოფლიოში 6500-ზე მეტ ენას ასახელებენ, რომელთა უმრავლესობაც, იუნესკოს მონაცემებით, გაქრობა ემუქრება, მათ შორის 2011 წლიდან სამწუხაროდ აფხაზური ენაც აღმოჩნდა.

აფხაზური ენის დღე მიულოცა დღეს საქართველოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

მისი განცხადებით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს.

აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და მიმდინარე რუსიფიკაციის უკანონო პოლიტიკის პირობებში აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მისი გადარჩენისა და დაცვის, განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. აფხაზური კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი და მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ამ უნიკალური ენის შესწავლით. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი გამთლიანებულ ევროპულ სახელმწიფოში. Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа ერთად დავიცვათ აფხაზური ენა”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური