„27 ტესტი დავწერე და გამოვედი” – მათემატიკის გამოცდიდან 20 წუთში გამოსული აბიტურიენტი
„27 ტესტი დავწერე და გამოვედი”, – მათემატიკის ერთიანი ეროვნული გამოცდიდან აბიტურიენტი 20 წუთში გამოვიდა. 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ტესტები რთული არ იყო. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, სულ იყო 35, თუმცა, კონკრეტულად რა შეხვდა, არ ახსოვს.
„ტესტები რთული არ იყო და დავწერე. დანარჩენი არ ვიცოდი კარგად და არ დამიწერია”, – გვითხრა გამოცდიდან რეკორდულ დროში გამოსულმა ბიჭმა.
8 ივლისს 2022 წლის ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათემატიკიკის ჩაბარების სურვილი 13 800 – ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა. გამოცდა ორ სესიად ჩატარდება. დავალების შესასრულებლად აბიტურიენტებს 3 საათი აქვთ და მაქსიმალური ქულა 51-ს შეადგენს.
მათემატიკის გამოცდის პირველი სესია დილის 09:00 საათზე დაიწყო.
9 და 10 ივლისს, შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ და 11 ივლისს, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა თამარ შუკვანმა
-
უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდის ლაპარაკის ნაწილის ჩაბარება აპლიკანტების ნაწილს ხელმეორედ მოუწევს – „ლაპარაკის ნაწილში ხარვეზია“
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
სასკოლო ფორმის ნებაყოფლობითობის შესახებ – „აუცილებელია, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს“
by განათლებული ბლოგი
-
„ახალი სასკოლო წიგნების სარჩევი მაინც გამოაქვეყნეთ!“ – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს მე-5, მე-7 და მე-10 კლასების პროგრამის გასაიდუმლოებაზე
by ARIS.GE-განათლება