3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა – მთავრობის დადგენილება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.
დღეს, ორ ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაუზუსტეს, დასვენება შეეხებათ როგორც საჯარო სკოლებს, ასევე სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებსა და კოლეჯებს.
რაც შეეხება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დასვენების შესახებ გადაწყვეტილებას ისინი თავად იღებენ.
დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი