GE

300-მდე ინფიცირებული მოსწავლე და 80-მდე პედაგოგი – რა ვითარებაა შიდა ქართლის სკოლებსა და ბაღებში

შიდა ქართლის რეგიონში სკოლის მოსწავლეებს შორის COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა ისევ მოიმატა.

ოთხივე მუნიციპალიტეტის (გორი, ქარელი, კასპი, ხაშური) საგანმანათლებლო რესურცენტრების მიერ, 26 ოქტომბერს, EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შიდა ქართლის რეგიონში, ჯამში 15 სკოლაა დახურული. ინფიცირებულია 300-მდე მოსწავლე, 80 მდე პედაგოგი და დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 100 მდე კლასი.

უფრო კონკრეტულად კი, კასპის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულია 28 მოსწავლე და 8 პედაგოგი. დახურულია 5 სკოლა და დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული 11 კლასი. რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტს, აქ ინფიცირებულია 56 მოსწავლე და 14 პედაგოგი. დახურულია ერთი სკოლა და 53 კლასი. ქარელის მუნიციპალიტეტში ინფიცირებული მოსწავლეთა რაოდენობა 18-ს, ხოლო მასწავლებელთა 8-ს შეადგენს.დახურულია 7 სკოლა და 16 კლასი სწავლობს ონლაინ რეჟიმზე. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, კორონავირუსი აქვს 49 პედაგოგს და 200 მოსწავლეს. დაკეტილია 6 სკოლა და 15 მდე კლასი გადასულია დისტანციურ სწავლებაზე.

კორონავირუსის გავრცელების გამო, რეგიონში დახურულია საბავშვო ბაღების ნაწილიც. კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაღებში მხოლოდ ერთი აღსაზრდელია ინფიცირებული და დახურულია ერთი ჯგუფი. ხაშურის მუნიციპალიტეტში 7 აღმზრდელის ინფიცირების გამო, დახურულია 4 ბაღი და 7 ცალკეული ჯგუფი. სწავლა შეწყვეტილია გორის მუნიციპალიტეტის 4 ბაღსა და 8 ცალკეული ჯგუფში, ხოლო ინფიცირებული აღმზრდელებისა და აღსაზრდელების რაოდენობა არ იციან. რაც შეეხება ქარელს, აქ დახურულია 2 ბაღი და სამი ჯგუფი. ინფიცირებულია 2 აღსაზრდელი და ერთი ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ:

თბილისში დროებით დახურული ბაღების რაოდენობა 65-ს შეადგენს

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი