4 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 4 ნოემბერს, 11:00 საათზე, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
CIU-ს მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა:
- პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ დამსაქმებლებთან;
- მიიღონ ინფორმაცია ვაკანტურ პოზიციებზე, სტაჟირებებსა და კარიერულ განვითარებაზე;
- გაიარონ კონსულტაცია კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ განვითარებაზე.
„დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ისინი უშუალოდ შეხვდებიან მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესკომპანიების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუდმივად ატარებს დასაქმების ფორუმებს და ხელს უწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ და პროფესიულ განვითარებას. გაიცანით თქვენი მომავალი დამსაქმებელი – თქვენი კარიერა იწყება აქ!“ – აცხადებენ CIU-ში.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი