GE

50%-იანი შიდა დაფინანსება ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ღია უნივერსიტეტისგან

ფსიქოლოგიის როლი ჩვენს ირგვლივ სულ უფრო და უფრო იზრდება. თუკი წლების წინ აღნიშნული მეცნიერება მხოლოდ ფსიქოთერაპევტის პროფესიასთან ასოცირდებოდა, დღეს, ფაქტობრივად, ყველა სფერო მოიცვა.

ფსიქოლოგის განათლების მქონე ადამიანს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა პოზიციაზე კერძო თუ საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. თანამედროვე შრომითმა ბაზარმა დღესდღეობით სრულიად განახლებული მოთხოვნები წამოაყენა, რასაც თბილისის ღია უნივერსიტეტმა დაუყოვნებლივ უპასუხა: დაიწყო სასწავლო პროგრამების განახლება, სწავლების პროცესში დაემატა მეტი პრაქტიკული კომპონენტი და გაიზარდა პარტნიორი კომპანიების რიცხვი, რაც ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დასაქმების შესაძლებობის ზრდას ნიშნავს.

თბილისის ღია უნივერსიტეტი აბიტურიენტებს 50%-იანი შიდა დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს, რომლის ფორმატიც სრულიად ინოვაციურია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

რაში მდგომარეობს შიდა 50%-იანი დაფინანსების უნიკალურობა?

თითოეულ აბიტურიენტს, რომელსაც აქვს სურვილი და მონდომება, რომ შეისწავლოს ფსიქოლოგიის პროგრამა, თბილისის ღია უნივერსიტეტი აძლევს უნიკალურ შანსს – სამოტივაციო წერილის საფუძველზე მოიპოვოს შიდა 50 %-იანი დაფინანსება. გრანტის მიღების პროცესი შემდეგი ფორმით მიმდინარეობს: სატელეფონო გასაუბრება, სამოტივაციო წერილის გაგზავნა და საბოლოოდ, ფსიქოლოგიის პროგრამის პროფესორთან ვიდეო გასაუბრება.

“სტუდენტებს ვთავაზობთ დამატებითი შიდა დაფინანსების სისტემას, რომელიც მათ ეროვნული გამოცდებისგან დამოუკიდებლად გრანტის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს”, – განაცხადა თბილისის ღია უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ლიკა მერაბიშვილმა.

ასევე, აუცილებლად უფრო დეტალურად უნდა აღვნიშნოთ სტუდენტების მხარდაჭერა და პრაქტიკული კომპონენტი, რომელსაც ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მაგალითად, თუკი სტუდენტს აინტერესებს იურიდიული ფსიქოლოგია, კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნის მისაღებად, უნივერსიტეტი მას შესაბამის უწყებასა თუ ორგანიზაციაში დასაქმებაში უწყობს ხელს. ამ პროცესში, ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამყარებულ კონტაქტებს, რომელსაც დღესდღეობით დიდი როლი აქვს კარიერულ წინსვლაში.

შეჯამების სახით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში მოთხოვნის შესაბამისად ვითარდება და თბილისის ღია უნივერსიტეტი კი არის მოწინავე ამ სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით.

გაიგეთ მეტი პროგრამის შესახებ:

ფსიქოლოგიის პრემიუმ კლასის პროგრამა

გაიგეთ მეტი 50%-იანი შიდა დაფინანსების შესახებ:

50%-იანი შიდა დაფინანსება

თბილისის ღია უნივერსიტეტი: www.facebook.com/openuni.edu.ge

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური