51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამინისტროს ფსიქოლოგები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ.
უწყებისვე ცნობით, მათთან დასაკავშირებლად ფუნქციონირებს სამინისტროს ნომერი 2 200220 (შიდა 30-25) და ასევე, საგანგებოდ უქმე დღეებისთვის, ამუშავდა 24 საათიანი ფსიქო-კონსულტაციისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომერი 577994181.
შეგახსენებთ, რომ მე–11 კლასელ მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე ტრაგედიით დასრულდა. 51–ე საჯარო სკოლის ერთი მოსწავლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაჭრილის გადასარჩენად კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.
ამავე თემაზე:
დაჭრილი სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
„ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებმა მშვიდად დატოვეს“ – ლია გიგაური
-
სქემის მთავარი პრობლემა ვაკანტური ადგილები – „არ მინდა სისტემა, სადაც პროფესიული განვითარება ერთმანეთის ხელის შეშლას გვასწავლის“
by ARIS.GE-განათლება
-
„დაბალი ათვისების მქონე“ – რას წერს აუდიტის სამსახური თბილისისა და მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კაპიტალურ პროექტებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ასეთ სტილში უნდა დაიწეროს ხედვა“ – სქემით სავალდებულო დოკუმენტის ერთი სამუშაო მაგალითი და შეფასება
by ARIS.GE-განათლება