GE

6 რეკომენდაცია EMIS-ისგან ელექტრონული ჟურნალის წარმოებისთვის

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა EMIS მასწავლებლებისა და სკოლებისთვის საჭირო ინფორმაციას აქვეყნებს. ელექტრონული ჟურნალის წარმოება დამოკიდებულია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახულ მონაცემებზე, შესაბამისად, სკოლებისთვის გაიცა რეკომენდაციები მონაცემების შევსების თაობაზე რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

1. მნიშვნელოვანია,ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მონაცემები შეივსოს დროულად, რათა შეტანილი ცვლილებების ასახვა მოხდეს ელ. ჟურნალში და მასწავლებელმა შეძლოს ელ. ჟურნალის სრულფასოვნად წარმოება.

2. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მოხდება საგაკვეთილო ბადის, კლასების ან მასთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილება, ტექნიკურად ითვლება, რომ შეიქმნა ახალი კლასი და ელ. ჟურნალში მასწავლებელს სემესტრის ბოლომდე არ გამოუჩნდება მანამდე განხორციელებული აქტივობები.

3. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო (სწავლების ტიპის შეცვლა, არასწორად შევსებული ინფორმაცია), სკოლის ადმინისტრაციას უწევს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მონაცემების შეცვლა/კორექტირება, საჭიროა მასწავლებელი წინასწარ იყოს ინფორმირებული ამის შესახებ,რათა მონაცემების ცვლილებამდე განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები (მაგ. შემაჯამებელი წერის შეფასების ასახვა, შემაჯამებელი წერის აღდგენის ჩანიშვნა და ა.შ.)

4. თუ სკოლის შესაბამის კლასში მიმდინარეობს ჰიბრიდული სწავლება, გასათვალისწინებელია,რომ შესაბამისი კლასის უშუალოდ ჰიბრიდულ ცხრილში დამატებული და ასახული უნდა იყოს როგორც ის გაკვეთილები, რომლებიც ტარდება ონლაინ რეჟიმში, ასევე – ის გაკვეთილები, რომლებიც ტარდება სკოლაში (დასწრებული რეჟიმით).

5. მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) სწორად იქნას ასახული გაკვეთილის/გაკვეთილების დაწყება-დასრულების დრო.

6. განაყოფების არსებობის შემთხვევაში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) სწორად უნდა იქნას გადანაწილებული მოსწავლეები შესაბამის განაყოფებსა და მასწავლებლებზე. დაუშვებელია ონლაინ ჯგუფისა და/ან დისტანციური რეჟიმის მოსწავლეებსა და დასწრებული რეჟიმის მოსწავლეებთან გაკეთდეს განაყოფი.

როგორ გამოსწორდა ელექტრონული ჟურნალის პირველი სემესტრის ხარვეზები და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა – EMIS-ის პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური