GE

65 წელს გადაცილებულ სსიპ-ების პერსონალს ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვების მოსახსნელად კიდევ ლოდინი მოუწევთ

65 წელს გადაცილებული პირები ისევ არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალად და დირექტორად.

საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი მიზანმიმართულად და შეთანხმებულად 2023 წლის 31 მაისს ჩააგდო (8 მომხრე და 2 წინააღმდეგი).

კანონპროექტის ავტორს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ესმის, რომ ეს წესი და მისგან გამომდინარე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებებით ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არჩევასთან ან დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები არათანაბარ პირობებში ამყოფებს აღნიშნულ დაწესებულებებში არჩეულ/ასარჩევ ან დანიშნულ/დასანიშნ პერსონალს კერძო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში დასაქმებულ ან დასასაქმებელ პერსონალთან შედარებით.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, 65 წელს გადაცილებულ პირებს კიდევ ლოდინი მოუწევთ.

კანონპროექტის ჩაგდების საჭიროებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი დამატებითი სამუშაოების აუცილებლობით ხსნის. საინტერესოა, თუ ვინ და რატომ გადაწყვიტა კენჭისყრამდე მოტანილი კანონპროექტის შეჩერება?

კანონპროექტის მე-2 მუხლი ასე გამოიყურება:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების გამოცემა/ამ კანონთან შესაბამისობა.

ამ კანონპროექტის ჩაგდება მით უფრო გასაკვირია იმ პირობებაში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის N1/4/1691 განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.“ ცვლილება კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების რეფორმა კიდევ სამი წლით გადაიდო?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm