GE

7 პოპულარული სიმბოლო ან „სმაილი“ რომელთა მნიშვნელობაც აქამდე არ ვიცოდით

ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ათასობით ნიშანსა და სიმბოლოს. ზოგიერთ მათგანი გრძნობების გამოხატვაშიც კი გვეხმარება, როდესაც საჭირო სიტყვების პოვნა გვიჭირს. დაინტერესებულხართ, საიდან მოდის და როგორ შეიქმნა ეს სიმბოლოები? სწორად ვიყენებთ კი მათ?

წარმოგიდგენთ რამდენიმე პოპულარულ სიმბოლოს, რომელთა მნიშვნელობა და წარმოშობაც ბევრისათვის უცნობია.

კავშირის სიმბოლო&

& – წარმოადგენს სიტყვათა კავშირის სიმბოლოს, რომელიც ლათინური “et”-ის და ინგლისური „and”-ის („და“) შესატყვისია. აღნიშვნა პირველად ანტიკურ რომში, ციცერონის პირადმა მდივანმა, ტირომ, გამოიგონა. მან, წერის სიჩქარის გაუმჯობესების მიზნით, აბრევიატურების სისტემა შექმნა, რომელიც მოგვანებით „ტიროს ნოტების“ სახელით გახდა ცნობილი.

საუკუნეების შემდგომ, სიმბოლომ პოპულარობა ევროპასა და ამერიკაში მოიპოვა. დიდი ხნის განმავლობაში, ინგლისურ ანბანშიც კი ეკავა ღირსეული ადგილი, სანამ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, მის ამოღებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. სიმბოლოს „ემპერსენდი“ ჰქვია, რომელიც უკავშირდება ფრაზას – „And per se and”, რომელსაც მასწავლებლები ანბანის „A-დან Z-მდე“ ციტირების შემდგომ ამბობდნენ. დროთა განმავლობაში, ლათინური ასოები “E” და „T” ერთმანეთს შეერწყა და მივიღეთ სიმბოლო იმ სახით, როგორითაც დღეს ვიყენებთ.

გულის სიმბოლო

აქ, ყველაფერი უფრო რთულადაა. საყოველთაო აღიარებით, „სიყვარული გულიდან მოდის“, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ადამიანის ბიოლოგიურ გულს, მის გამომსახველ სიმბოლოსთან არავითარი მსგავსება არ აქვს. სიმბოლოს წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს:

დაწყვილების დროს, როდესავ გედები ტბის შუაგულში ერთმანეთს უახლოვდებიან, მათი სხეულის ფორმა გულის სიმბოლოს ემსგავსება. მსოფლიოს ბევრ კულტურაში სწორედ ეს ფრინველი წარმოადგენს სიყვარულის, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოს, რასაც ისიც აღრმავებს, რომ წყვილი გედები სიცოცხლის ბოლომდე ერთად რჩებიან.

არსებობს სხვა ჰიპოთეზა, რომელიც გულის სიმბოლოს ქალურ ფორმებთან აკავშირებს. ამ მოსაზრების მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ სიმბოლო ქალის მენჯს ასახავს. ძველი ბერძნები სხეულის ამ ნაწილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ტაძარიც კი ააგეს ქალღმერთ აფროდიტეს საპატივცემულოდ. ტაძრის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის მსოფლიოში ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თაყვანს დუნდულებს სცემდნენ. დიახ, სწორად წაიკითხეთ!

კიდევ ერთი თეორია  სიმბოლოს სუროს ფოთოლს უკავშირებს. ღვინისა და ვნების ღმერთის, დიონისეს, ვაზებზე გამოსახვისას, ძველი ბერძნები ხშირად იყენებდნენ სუროს ფოთლის ორნამენტებს.

ბლუთუზის სიმბოლო

ჩვენი წელთაღრიცხვით მე-10 საუკუნეში დანიას მეფე ჰარალდ ბლატანდი მართავდა. ეს ისტორიული პიროვნება ცნობილი იყო დანიური ტომების გაერთიანებით და ერთიანი სახელმწოფოს ჩამოყალიბებით. ჰარალდს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ლურჯკბილას“ (ინგ. Bluetooth), რადგან ძალიან უყვარდა კენკრა და მის რომელიმე კბილზე აუცილებლად იყო ხილის მოლურჯო კვალი.

„Bluetooth”-ის ტექნოლოგია რამდენიმე მოწყობილების ერთ ქსელთან კავშირს ემსახურება. მისი სიმბოლო ორი სკანდინავიური რუნის – „ჰაგალის“ (ლათინური “H”) და „ბჯარკანის“ (ლათინური “B”), კომბინაციას წარმოადგენს. აღნიშნული ინიციალები წარმოქმნის ჰარალდ ბლატანდის (Harald Blåtand) სახელს. სხვათაშორის, პირველი თაობის Bluetooth-ის მოწყობილება ლურჯი ფერის იყო და დიახ, იგი კბილს გამოსახავდა.

მედიცინის სიმბოლო

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მედიცინის სიმბოლო (ჭურჭელი ფრთებითა და ორი გველით), თავდაპირველად შეცდომით დაუკავშირდა მედიცინას. ლეგენდის თანახმად, ბერძნული მითოლოგიის ღმერთი, ჰერმესი, (რომაულ პანთენონში – მერკური) ფლობდა ჯადოსნურ ჭურჭელს – კადეცეუსს, რომელიც ძალიან წააგავდა დღევანდელ მედიცინის სიმბოლოს. კადეცეუსს გააჩნდა ძალა შეეჩერებინა განხეთქილება და შეერიგებინა მტრები, თუმცა მედიცინასთან მას საერთო არაფერი ჰქონია.

აი რა მოხდა: ასე, 100 წლის წინათ, ამერიკელ სამხედრო ექიმებს ერთმანეთში აერიათ კადეცეუსი და ასკლეპიოსის კვერთხი (რომელიც წააგავს კადეცეუსს, თუმცა არ აქვს ფრთები და აქვს მხოლოდ ერთი გველი). რადგანაც ასკლეპიოსი განკურნებისა და მედიცინის ძველი ბერძნული ღმერთი იყო, ეს შეცდომა გასაგებია. სიმბოლომ ადგილი მალევე დაიმკვიდრა  და დღეს მედიცინის ცნობილ სიმბოლოს წარმოადგენს.

„Power On“ ანუ ჩართვა-გამორთვის სიმბოლო

“Power“ სიმბოლოს თითქმის ყველა ელექტონულ მოწყობილობაზე იხილავთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი წარმოშობის ისტორია.

1940-იანი წლების დასაწყისში, სპეციალური ჩამრთველების აღსანიშნად მეცნიერები ბინარულ სისტემას გამოიყენებდნენ, სადაც 1 ნიშნავდა ჩართვას და 0 – გამორთვას. მომდევნო ათწლეულებში აღნიშვნამ სახე იცვალა და მივიღეთ ნიშანი, რომელიც შედგება წრისაგან (ნული) და ვერტიკალური ხაზისგან (ერთი).

მშვიდობის სიმბოლო

მშვიდობის სიმბოლო, რომელსაც ასევე პაციფიკურ სიმბოლოსაც უწოდებენ, 1958 წლის ატომური იარაღის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს იქნა გამოგონილ-გამოყენებული. ლოგო წარმოადგენს „N” და „D” ასოების სემაფორულ აღმნიშვნას, რაც “Nuclear Disarmament-ის, აბრევიატურას წარმოადგენს. სემაფორულ ანბანში, ასო „N” იქმნება ორი აწეული დროშით, ამოტრიალებული „V”- ფორმით, ხოლო “D” – ერთი ზემოთ მიმართული და მეორე დაბლა დაწეულ დროშით. ამ ორი სიგნალის კომბინაციით მივიღეთ მშვიდობის სიმბოლო.

„OK“-ის ნიშანი

ადამიანთა უმეტესობისათვის ეს ჟესტი ნიშნავს ფრაზას: „ძალიან კარგი“, „Ok”. თუმცა ზოგ კულტურაში სულაც არ აქვს მას დადებით მნიშვნელობა. მაგალითად, საფრანგეთში, თუ ამ ჟესტს მიმართავთ რომელიმე ადამიანის მისამართით, ნიშნავს, რომ იგი არაფერს წარმოადგენს, ანუ მისი ფასი არის ნული. არსებობს რამდენიმე თეორია თუ საიდან შეიძლება წამოსულიყო ჟესიტი:

  • ერთი მოსაზრებით, “OK” ნიშანმა სათავე აშშ-ის მე-8 პრეზიდენტის, მარტინ ვან ბურენის დაბადების ადგილიდან, ოლდ კინდერჰოკიდან (Old Kinderhook, NY) აიღო და ამ გეოგრაფიული ადგილის ვიზუალურ გამოსახვას წარმოადგენს. პრეზიდენტის კამპანიის პოსტერზე იყო გამოსახული ადამიანი, რომელიც „OK” ჟესტს გამოხატავდა და მის გასწვრივ იყო სლოგანი: “ოლდ კონდერჰუკი არის O.K”
  • მეორე ჰოპოთეზა ჟესტს ამერიკის მე-7 პრეზიდენტს ენდრიუ ჯექსონს უკავშირებს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ, წერდა ფრაზას „ყველაფერი სწორია“ გერმანული სტილით: „Oll correct“, ან შემოკლებულ აბრევიატურას – „”
  • სხვა თეორია კი სიმბოლოს ბუდიზმისა და ინდუიზმის რიტუალთან აკავშირებს და საერთოდ უცვლის მას მნიშვნელობას. ნიშანი აღნიშნავს განათლებას. ბუდისტურ მხატვრობაში ხშირად გვხდება ბუდა სწორედ ამ ჟესტით.

ბრმად ბეჭდვის შესასწავლი მარტივი მეთოდი და წესები

როგორ ვბეჭდოთ სწრაფად – 10 რჩევა კლავიატურის ეფექტურად გამოყენებისათვის

კლავიატურის კომბინაციური ხრიკები, რომლებიც კომპიუტერთან მუშაობას ამარტივებს

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური