GE

7 საოცარი საიტი უფასო ონლაინ განათლებისთვის

განათლება ყოველთვის იქნება შეუფასებელი ქონება, რომელსაც შეუძლია ბევრი შესაძლებლობა მისცეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მისი გამოყენება სურს.

არ არის აუცილებელი ბევრი ფული გადაიხადოთ თქვენი უნარების გაუმჯობესებაში. ინტერნეტში მრავლად არის მაღალი ხარისხის ვებგვერდები, რომლების გამოყენებითაც თქვენ უნარებს სრულიად უფასოდ გაიუმჯობესებთ.

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ 7 ვებგვერდს, რომლის დახმარებით განათლებას მიიღებთ, სანაცვლოდ კი არა ფულის, არამედ მხოლოდ დროის და შრომის ინვესტიცია უნდა განახორციელოთ.

1. http://www.openculture.com/freeonlinecourses
თუ თქვენ იცით, საიდან დაიწყოთ, სინჯეთ openculture-ის უფასო სასწავლო კურსები. ვებგვერდზე განთავსებულია 1200 ლექცია, ვიდეორგოლი და პოდკასტები(რადიო ან ტელეპროგრამების ინტერნეტიდან ატვირთული ციფრული ჩანაწერები) მსოფლიოს სხვადასხვა უნივესიტეტებიდან.

2.  http://academicearth.org/
ამ ვებგვერდზე შეგროვილია საუკეთესო კურსები მსოფლიოს საუკეთესო უნივესიტეტებიდან. როგორებიცაა მაგალითად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ჰარვარდი, პრინსტონი, სტენფორდი, იელი და სხვა ცნობილი უმაღლესი სასწავლებლები

3. https://www.edx.org/
კიდევ ერთი ვებგვერდი, რომელიც მსოფლიოს სხვადსახვა უნივერისტეტების კუსრების ფართო სპექტრს აერთიანებს.

4. http://www.uopeople.edu/
აღნიშნული ვებგვერდი ძირითადად უფასოა, თუმცა ყოველი კურსის ბოლოს სტუდენტებმა გამოცდის საფასუური უნდა გადაიხადონ. გადასახადი იმაზეა დამოკიდებული, თუ სად ცხოვრობთ. ამასთან, სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

5. http://ed.ted.com/
არაჩვეულებრივი ვებგვერდი ზოგადი განათლების მისაღებად. აქ თქვენ ასევე იპოვით მამოტივირებელ საუბრებს და საგანმანათლებლო ვიდეორგოლებს. ამასთან, თითქმის ყველა ვიდეორგოლს აქვს მრავალენოვანი სუბტიტრები.

6. https://www.coursera.org/
აღნიშნული ვებგვერდი თანამშროლობს უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მათ შეძლონ კურსების ჩატარება და გამოქვეყენება. სტუდენტები არა მხოლოდ სწავლოვბენ, არამედ ერთმანეთს უკავშირდებიან, აგრეთვე აბარებენ ტესტებსა და გამოცდებს.

7. https://www.khanacademy.org/
ხანის აკადემიის ისტორია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტიტისა და ჰარვარდის ერთ-ერთ სტუდენტს უკავშირდება. ის პატარა ბიძაშვილისთის საგანმანათლებლო ვიდეოებს იღებდა, რომელიც თავადაპირველად Youtube-ზე ქვეყნდებოდა და ჰიტი გახდა. ამჟამად ხანის აკადემიას საკუტარი ვებგვერდი აქვს, სადაც წვდომა შესაძლებელია 4200-ზე მეტ უფასი კურსზე სხვადასახვა თემაზე.

40 შესანიშნავი საიტი, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ რაღაც ახალი ყოველ დღე

7 ვებგვერდი, რომლებიც გვასწავლიან უფასოდ და მოგვცემენ დიპლომსაც

37 საიტი, რომელთა საშუალებით უამრავ ახალ ცოდნას მიიღებთ

მოამზადა ლიკა გახარიამ

წყარო: brightside.me

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური