GE

8 წლის ბიჭი უნივერსიტეტში აბარებს

ბელგიელმა მოსაწავლემ ლორან სიმონმა ბრიუგის ერთ-ერთი საშუალო სკოლა 8 წლის ასაკში დაამთავრა. მან 6 წელზე გათვლილი სასწავლო კურსი წელიწადნახევარში გაიარა.

ბიჭის დედა ჰოლანდიელი, მამა კი ბელგიელია. ლორანს ინტელექტუალური განვითარების 145 პუნქტიანი  კოეფიციენტი აქვს. მან საშუალო სკოლის დამამთავრებელი დიპლომი თავის 17 წლის კლასელებთან ერთად მიიღო.

ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. ლორანის თქმით, ის 3 უზარმაზარ სფეროს – სტატისტიკას, გეომეტრიასა და ალგებრას მოიცავს.

ზაფხულის არდადეგების დასრულებისთანავე ბიჭს უნივერსიტეტში ჩაბარება აქვს განზრახული. მამამისი იმედოვნებს, რომ ეს ბელგიური ან ჰოლანდიური უნივერსიტეტი იქნება. აღსანიშნავია, რომ ლორანი შეთავაზებებს მთელი მსოფლიოს უმაღლესი სკოლებიდან იღებს.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი სფეროს შესწავლას აპირებს ბიჭი უნივერსიტეტში. მას არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა მისი მშობები მიიჩნევენ, რომ ის უპირატესობას მათემატიკას ან ფიზიკას მიანიჭებს.

მამამისი ყვება, რომ ღრმა ბავშვობაში ლორანს სხვა ბავშვებთან ერთად თამაში არ უყვარდა და ის განსაკუთრებული სათამაშოებით იყო დაინტერესებული.

ლორანი 6 წლის იყო, როცა მან ამსტერდამის ერთ-ერთ გიმნაზიაში ჩააბარა. სკოლის ბოლო თვეებში ის ძირითადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მატემატიკაში მეცადინეობდა, ვინაიდან ისინი მას ყველაზე მეტად აინეტერესბდა.

სკოლისგან თავისუფალ დროს ბიჭს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა და სამედიცინო წიგნების კითხვა უყვარს. ის ამბობს, რომ ერთ დროს მას ქირურგობა და ასტრონავტობა უნდოდა, მაგრამ ახლა ფიქრობს რომ კომპიუტერული მეცნიერებებით დაკავდეს.

,,ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი ვაჟიშვილით, – თქვა მამამისმა, ალექსანდრე სიმონმა ტელეარხ RTL – ის კორესპონდენტთან საუბრისას. დასაწყისში მას მოუწია რამდენიმე ფორმალური წინააღმდეგობის გადალახვა, სხვა შემთქხვევაში ის სკოლას  კიდევ უფრო ადრე დაამთავრებდა. თუ ხვალ ის გადაწყვეტს რომ დურგალი გახდეს, ჩვენთვის ეს პრობლემა არ იქნება. მთავრია, რომ ის ბედნიერი იყოს’’, – ამბობს ბიჭის მამა.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: bbc

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური