GMAT-ის სამეცნიერო ტექსტებთან გამკლავების 7 საუკეთესო საშუალება
თქვენ შეიძლება მთელი არსებით გძულდეთ GMAT-ის სამეცნიერო ტექსტები, მაგრამ GMAT-ის ჩაბარებისას მათ გვერდს მაინც ვერ აუვლით. ამიტომ სჯობს ექსპერტების მარტივ რჩევებს მიჰყვეთ, რომლებიც დაგეხმარებათ სამეცნიერო ტექსტებისადმი შიშის დაძლევაში.
1.დაიმახსოვრეთ, რომ ტექსტის გასაგებად თქვენ არ გჭირდებათ არანაირი დამატებითი ინფორმაცია
როდესაც მეცნიერულ ტერმინებში გარკვევას ცდილობთ, რა თქმა უნდა, სულ სხვაგვარად გეჩვენებათ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ტექსტები სექციიდან GMAT Reading Comprehension სამეცნიერო სფეროში არანაირ სპეციალიზებულ ცოდნას არ მოითხოვს. მათ შეგნებულად ადგენენ არალოგიკურად, რათა დაგაბნიონ და შეცდომაში შეგიყვანონ. თემის ცოდნამ, ან არცოდნამ, არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა თქვენს შესაძლებლობებზე – გაიგოთ ტექსტის შინაარსი და გასცეთ პასუხი შეკითხვებს.
2.ივარჯიშეთ სხვა სამეცნიერო ტექსტებზე
რადგანაც თქვენ არ გჭირდებათ პერიოდული ცხრილების დაზეპირება, შეგიძლიათ დრო დაუთმოთ თქვენს შიშთან ბრძოლას – წაიკითხეთ რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო სტატია.
იმისათვის, რომ კითხვამ შედეგი გამოიღოს არ დაგავიწყდეთ:
მოახდინეთ ტექსტის ვიზუალიზაცია (ისწავლეთ სივრცითი ურთიერთობების დანახვა ობიექტებს შორის);
ახალი ტერმინებისა და სიტყვების დაუყოვნებლივ განმარტვა და არა მათი ხანგრძლივი დროით გვერდზე გადადება;
ლოგიკური კავშირის პოვნა ობიექტებს შორის.
3.ფოკუსირება მოახდინეთ ლოგიკურ კავშირებზე
აღიქვით ასეთი ტექსტები როგორც ”სიტყვიერი პაზლი”. თქვენთვის უცნაური სიტყვების განმარტებაზე დროის კარგვას უმჯობესია გაანალიზოთ, თუ რა კავშირშია ნახსენები ობიექტები ტექსტთან. ტერმინებს და სიტყვათა რთულ კონსტრუქციებს არ მისცეთ უფლება გადაგიყვანონ სწორი გზიდან. მას შემდეგ რაც თქვენ იპოვით ტექსტთან ლოგიკურ კავშირს, შეგიძლიათ დაიწყოთ სპეციალიზირებული ტერმინების ახსნა, რასაკვირველია, თუ ამის საჭიროებას დავალება მოითხოვს.
4.ტექსტში წარმოდგენილი იდეები მოათავსეთ ჩარჩოში
გაერკვიეთ, თუ როგორ არის შედგენილი ტექსტი, როგორ ურთიერთობენ მასში გამოთქმული იდეები. სხვა სიტყვებით, გამოყავით „მთავარი აზრი“, „დამატებითი იდეები“ და „დამატებითი იდეების გასამყარებელი იდეები“.
5.მოახდინეთ პერიფრაზირება და ვიზუალიზაცია
აუცილებელია მასალის ვიზუალიზაცია, რაც სამეცნიერო ტექსტების კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ არ გადაიტვირთოთ თავი ტერმინებით, მითუმეტეს, არ ეცადოთ დაიმახსოვროთ თითოეული მათგანი (ეს არ მუშაობს!). ამის ნაცვლად, აზრობრივად შეავსეთ უცხო სიტყვები, მინუმუმ, უნდა გაიგოთ თუ რას აღწერს ტექსტი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ უნდა მოახდინოთ აბზაცის შეჯამება და არა მისი უბრალოდ გადაკითხვა.
6.იყავით ტექსტთან ურთიერთქმედებაში და ეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ შეკითხვები
ბუნებრივი რეაქცია სამეცნიერო ტექსტის წაკითხვის შემდეგ ასეთია: „მე არ მაქვს არანაირი წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს… მე ვიბრაციული ტალღის წარმოდგენაც კი არ შემიძლია.“ ამის სანაცვლოდ, სჯობს იმსჯელოთ ასე: „კარგი, ე.ი. ელექტრომაგნიტური რადიაციის განსხვავებული ტიპები არსებობს… და ისინი ატარებენ რაღაც მსგავს თვისებებს. ამიტომ მე შეიძლება მკითხონ, შესაძლებელია თუ არა ტალღა გარკვეული თვისებებით განეკუთვნებოდეს რომელიმე ტიპის რადიაციას.“ არ მისცეთ უცხო ტერმინების დიდ რაოდენობას შეცდომაში შეყვანის უფლება.
7.მიიღეთ გამოწვევა
და ბოლოს, ტექსტის გაგებას სწორი განწყობით უნდა მიუდგეთ. აქციეთ GMAT „მხიარულებად“: მიუდექით დავალებას როგორც თამაშს ან გამოცანას. ერთი მეტაფორა, რომელმაც შესაძლოა შთაგაგონოთ – დავალება Reading Comprehension მიიღეთ, როგორც სათხილამურო ტრასაზე დაბრკოლებების შემოვლის უნარის სავარჯიშო.
თუ GMAT-სთვის მომზადება ისევ ახდენს თქვენს „პარალიზებას“ – ამ პროცესს დაუმატეთ სრულყოფილების დოქტრინის მცირე დოზა. თუ დავალების ამოხსნას იმაზე ფიქრით დაიწყებთ, რომ არ მოგწონთ ეს დავალება და განწყობილი იქნებით მხოლოდ რამდენიმე სწორი პასუხის მისაღებად და ქულების უმნიშვნელო რაოდენობის დასაკარგად, თქვენ შეიძლება გამოგრჩეთ დავალების მნიშვნელოვანი ნაწილები. სჯობს პოზიტიურად განეწყოთ, მოახდინოთ კონცენტრირება და ეცადოთ ყველა კითხვას სწორი პასუხი გასცეთ. განახორციელეთ თქვენი წარმატების ვიზუალიზაცია!
წყარო:www.mbastrategy.ru