GE

აბიტურიენტებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა საორიენტაციო შეხვედრებს განაგრძობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა განაგრძობს საორიენტაციო შეხვედრებს აბიტურიენტებისთვის.

6 თებერვალს, 21:00 საათზე, ტექნოლოგიების სკოლა შეგახვედრებთ საერთაშორისო მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებულ ქართველ ინჟინრებსა და მეცნიერებთან.

შეხვედრაზე მიიღებთ ინფორმაციას პროგრამების დასაქმების სფეროების შესახებ, გაიცნობთ კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით დასაქმებულ წარმატებულ ქართველ ინჟინრებსა და მეცნიერებს და მოისმენთ მათი მიმდინარე პროექტების შესახებ.
დასაქმების პერპექტივებსა და ინჟინერიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ გესაუბრებიან:

  • ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე
    ინოვაციების მიმართულებით, პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • დავით ნოზაძე, Cisco-ს უფროსი ინჟინერი;
  • ზურაბ კიღურაძე, მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიის მკვლევარი;
  • თამარ მახარაშვილი, Google-ის აპარატული უზრუნველყოფის ინჟინერი;
  • გიორგი მაღლაკელიძე, Cisco-ს ინჟინერი.

გაიცანი პროგრამის პარტნიორები და მომავალი დამსაქმებლები, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:

ტექნოლოგიების სკოლა შემოგთავაზებთ 7-კვირიან შეხვედრებს, რომლებზეც:

  • შეხვდებით პროგრამის პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს;
  • გაეცნობით ინფორმაციას საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;
  • შეხვდებით პროფესორებს, რომლებიც ტექნოლოგიების სკოლაში ასწავლიან;
    გაიგებთ მეტს დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
  • გაეცნობით უნივერსიტეტში არსებულ რესურსებსა და ლაბორატორიებს;
    მიიღებთ ინფორმაციას პრაქტიკული კომპონენტის შესახებ, რომელსაც ჩვენი სწავლების პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება;
  • შეხვდებით და გაიცნობთ ჩვენი პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

7-კვირიანი პროგრამის განრიგი იხ. ბმულზე.

საორიენტაციო შეხვედრების ციკლის პირველი Live-საინფორმაციო შეხვედრა

აბიტურიენტებისთვის: ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო პროგრამები იხ. ბმულზე.

დრო: 6 თებერვალი, 21:00 საათი

ადგილი: Zoom (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური