აბიტურიენტებო, სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას ეს არ უნდა გამოგრჩეთ – NAEC-ის რეკომენდაციები 2025 წლის გამოსაცდელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას გასათვალისწინებელ საკითხებზე იმ აუცილებელ რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც მათ არ უნდა გამორტოვონ.
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება – პროცედურა და ვადები
სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს:
– აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
– აკრედიტაციის ვადები;
– გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
– მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
– საგანთა პრიორიტეტი (საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილების მიჯნაზე).
გახსოვდეთ: თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ
არის!
გაითვალისწინეთ:
- საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
- საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
- საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა;
- თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის
მიხედვით.
ამავე თემაზე:
„ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელებისთვის“ – ნინო წერეთელი რეგისტრაციის შესახებ
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი – სტატისტიკაზე თამარ მემანიშვილი საუბრობს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე