რა შემთხვევებში განულდება ისტორიაში აბიტურიენტის ნაშრომი – NAEC-ის განმარტება
2024 წლის აბიტურიენტის კითხვაზე – “რა შემთხვევაში გამინულდება ნაშრომი ისტორიაში?”, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი პასუხობს, რომ აბიტურიენტის ნაშრომის განულება რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.
აპრილში გამართული ღია კარის დღის ფარგლებში, ისტორიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანანა ჯავახიშვილმა გასულ წლებში არსებული საინტერესო მაგალითებიც გაიხსენა.
“ნაშრომი ნულდება იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, აპლიკანტი დაწერს ისეთ ინფორმაციას პასუხების ფურცელზე, როგორიც არის მაგალითად თავის სახელი, ან, შეიძლება, არც არის თავისი სახელი და გვარი, მაგრამ მაგალითად დააწერა ხატია ჩიბურდანიძე. ხომ შეიძლება, რომ გამსწორებელმა ეს დაინახოს და ე.ი. ეს მინიშნებაა. ამ შემთხვევაში [ნაშრომი] განულდება. შეიძლება აბიტურიენტმა იხუმრა კიდეც, ან უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ჩვენ გვქონია ასეთი უცენზურო სიტყვების გამოყენება, გამსწორებლების მიმართ აგრესია, ლანძღვა ტესტის შემდგენლების მიმართ… ასეთი მაგალითებიც ყოფილა. ეს ეთიკას სცდება და, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც გაუქმდება. კიდევ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ ისეთი გაურკვეველი ხელით არის ნაწერი, რომ არ იკითხება. სხვა შემთხვევაში ნაშრომი არ განულდება”, – განაცხადა მანანა ჯავახიშვილმა.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული 2024 წლის აბიტურიენტის ცნობარში ასევე ვკითხულობთ რომ, აბიტურიენტის ნაშრომი არ გასწორდება, თუ:
- პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
- აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს
პასუხების ფურცელს; - პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
“აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესისდარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს
გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე”.
ასევე იხილეთ:
„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024