აკადემიკოსის ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში არანაკლებ 2000 ლარი იქნება – ცვლილება კანონში

საქართველოს პარლამენტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაამტკიცებს, რომლის შედეგად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსა და სტიპენდიატებს კანონით განსაზღვრული ანაზღაურება გაეზრდებათ, ხოლო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას წევრ-კორესპონდენტების არჩევის შესაძლებლობა მიეცემა.
14 აპრილს გამართული საკომიტეტო მოსმენის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემდეგს:
“კანონპროექტის თანახმად, აკადემიკოსს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 2000 ლარის ოდენობით, აკადემიის წევრ-კორესპონდენტს – თვეში არანაკლებ 1250 ლარის ოდენობით, ხოლო აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1250 ლარის ოდენობით”.
საკანონმდებლო ცვლილების პირველი მოსმენით განხილვისას, მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია და ამ რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსების, აკადემიის წევრ-კორესპონდენტების და სტიპენდიატების კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურების კორექტირება მოხდეს მათი გაზრდის მიმართულებით. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის მინიმალური ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, რომ მათი ოდენობები ასევე გაუთანაბრდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის ანაზღაურების ოდენობებს.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია როგორ განაწილდება სასწავლო გრანტები 2025-2026 სასწავლო წელს – პრემიერ-მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს by ARIS.GE-განათლება
-
რა ვალდებულებაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ქართულ ენასთან მიმართებით – 14 აპრილი დედაენის დღეა by ARIS.GE-განათლება