GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს „დარეჯან ცბიერის“ კლავირი საჩუქრად გადაეცა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ კლავირი საჩუქრად გადაეცა. ეს პირველი ქართული ოპერაა, რომელზეც მუშაობა მელიტონ ბალანჩივაძემ მე-19 საუკუნეში დაიწყო. აქამდე ოპერის სანოტო ტექსტი ხელნაწერის სახით არსებობდა. ერთი ნაწილი ქუთაისის ოპერის თეატრში, მეორე კი თბილისის კონსერვატორიაში ინახებოდა.

პროექტი: პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ გაციფრულება-გამოცემა ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის მიერ მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

“დარეჯან ცბიერის” კლავირი ქუთაისის მერიის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა უნივერსიტეტის რექტორს, როლანდ კოპალიანს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი ჭიჭინაძესა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს გადასცა.

ოპერის კლავირი საშუალებას მისცემს საშემსრულებლო ხელოვნების სტუდენტებს, პედაგოგებსა და დაინტერესებულ პირებს შეისწავლონ და განახორციელონ ოპერის როგორც ცალკეული ნაწყვეტების შესრულება და დადგმა, ისე მისი დიდი სცენისთვის მომზადება და საორკესტრო პარტიტურის მომზადების შემდგომ სარეპერტუარო სპექტაკლად გარდაქმნა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური