აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და მათემატიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული კონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წინსვლას.
პირველ ოცეულში მოხვედრილ კონკურსანტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30%-იანი ბარიერი და აღნიშნული კონკურსის რანჟირებული სიის მიხედვით აღმოჩნდებიან I-III ადგილზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას შესაბამისად 200, 150 და 100 ლარის ოდენობით.
კონკურსის შედეგები მონაწილეებს 3 აპრილს ეცნობებათ.
-
აწსუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ივანე ჯავახიშვილი – 150“ – საიუბილეო ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით საგაზაფხულო ღონისძიებების კვირეული „გაზაფხული შემოსულა“ ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი