GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრი მოეწყო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამულო ბუჭუხიშვილი დაესწრნენ.

ახალ სივრცე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მოემსახურება

„მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ. ჩატარდება ტრენინგები. გარდა ამისა, მოეწყობა კომპიუტერული სივრცე. აღიჭურვება ტექნიკით სრულად და იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ კომპიუტერულ ტექნიკაზე შესაძლებლობა ექნებათ ამ ცენტრით ისარგებლონ“, – აღნიშნა პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა მამულო ბუჭუხიშვილმა.

ცენტრის ტექნიკურად აღჭურვის პარალელურად მიმდინარეობს ოთახის მოხატვა, რომლის ესკიზიც კონკურსის წესით შეარჩიეს. ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრის მოხატვაზე ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე სირაძე მუშაობს.

ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფინანსური ხელშეწყობით  გაიხსნა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური