აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენცია ჩატარდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 10 მაისს, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენცია ‘British, American and Georgian Studies’ (‘ბრიტანული, ამერიკული და ქართული ყოფითი თავისებურებები’).
კონფერენციაში ინგლისური ენისა და ლიტერატურის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ხონის, ფოთის, ჭიათურის, ზესტაფონის, ტყიბულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
დეპარტამენტის პერსონალთან ერთად მოხსენებების შეფასებაში მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტები, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ფულბრაიტ თანამშრომელი ბროდი ელდრიჯი და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები.
კონფერენციამ 7 სექციად იმუშავა. მონაწილეებმა გამოავლინეს ინგლისური ენის ფლობის შთამბეჭდავი დონე. კითხვა-პასუხის სესიაშიც აქტიურად გრძელდებოდა საკითხის განხილვა.
ჟიურიმ თითოეულ სექციაში გამოავლინა პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები, რომლებიც დასაჩუქრდნენ სამახსოვრო პრიზებით.
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი