ალტე უნივერსიტეტი 2025 NASA International Space Apps Challenge – ის ადგილობრივი მასპინძელი და ორგანიზატორია
2025 NASA International Space Apps Challenge – მსოფლიოში ყველაზე დიდი გლობალური ჰაკათონის ადგილობრივი მასპინძელი და ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდში წელს ალტე უნივერსიტეტი იქნება!
პროექტი ახალგაზრდებს სთავაზობს პლატფორმას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, NASA-ს ღია მონაცემებზე დაყრდნობით, იმუშაონ რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
ალტე უნივერსიტეტი პროექტის ორგანიზატორობით ხელს შეუწყობს STEM და კოსმოსთან დაკავშირებული ინოვაციების წახალისებას და რაც მთავარია, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას გლობალურ ინოვაციურ ქსელში.
NASA International Space Apps Challenge არის ყოველწლიური ინოვაციური ჰაკათონი, რომელიც აერთიანებს დეველოპერებს, მეცნიერებს, დიზაინერებს, მეწარმეებსა და შემოქმედებით ადამიანებს, რათა იმუშაონ კოსმოსთან, გარემოს დაცვასთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე.
წლევანდელი ჰაკათონი 4-5 ოქტომბერს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდება. ქალაქ ზუგდიდში პროექტის ორგანიზებას ალტე უნივერსიტეტი უხელმძღვანელებს.
მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია ჩვენს სოციალურ არხებში მალე გამოცხადდება!
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი