ალტე უნივერსიტეტი კვლევის შეფასების განვითარების კოალიციის (CoARA) წევრი გახდა
ალტე უნივერსიტეტი კვლევის შეფასების განვითარების კოალიციის (CoARA) წევრი გახდა და ხელი მოაწერა კვლევების შეფასების რეფორმის შესახებ შეთანხმებას.
CoARA-ს გლობალური ქსელი 700-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს და ხელს უწყობს საერთო პროგრესს, მდგრადი და ინოვაციური კვლევითი ეკოსისტემის განვითარებას.
კოალიციის მიზანია კვლევების, მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციების შეფასების სისტემების რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული რეფორმა ითვალისწინებს შეფასების პროცესში მრავალფეროვანი შედეგების, პრაქტიკებისა და აქტივობების აღიარებას.
CoARA-ს წევრობა ალტე უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს გლობალური ქსელის ნაწილი, გააძლიეროს კავშირები მსოფლიოს წამყვან აკადემიურ თუ კვლევით ინსტიტუტებთან და გაიზიაროს მათი საუკეთესო პრაქტიკები
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი