ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი AMEE 2025-ის საერთაშორისო კონგრესს დაესწრო
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი გიორგი გაბისონია ბარსელონაში გამართულ AMEE 2025-ის საერთაშორისო კონგრესს დაესწრო.
ალტე უნივერსიტეტის მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა პლენარულ სესიებს, სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებს, რომლის მთავარი მიზანიც ხელოვნური ინტელექტის (AI), ვირტუალური რეალობის (VR) და გემიფიკაციის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის განხილვა იყო.
მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებაში, სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებასა და ინოვაციური მიდგომების განვითარებაში.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ექსპერტების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, რათა ჩვენს სტუდენტებს შევთავაზოთ თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება“, – აცხადებენ ალტე უნივერსიტეტში.
-
ალტე უნივერსიტეტმა XI-XII კლასების მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი – „კარიერული განვითარების ბანაკი 2026“ იწყება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის Arduino ჰაკათონი გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი