ალტე უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა X-XII კლასის მოსწავლეებისთვის იწყება
ალტე უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა – „თამაშის თეორია – სტრატეგიული აზროვნებისთვის“ – იწყება!
საზაფხულო სკოლა X-XII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ერთ კვირიან ინტენსიურ კურსს, სადაც ისინი გაეცნობიან თამაშის თეორიის საინტერესო სამყაროს. კურსი მოიცავს საინტერესო აქტივობებს, განხილვებსა და მინი-შეჯიბრებებს, რაც სწავლების პროცესს ბევრად სახალისოს ხდის.
თამაშის თეორია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მეცნიერებაა. ის ეხმარება მოსწავლეებს გაიგონ, როგორ აზროვნებენ, იქცევიან და აწყობენ ურთიერთობებს ადამიანები რეალურ ცხოვრებაში – იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნეს სამყარო, თუ უბრალოდ ურთიერთობა მეგობრებს შორის.
პროგრამა მოსწავლეებს დაეხმარება:
ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნების განვითარებაში
ეფექტური მოლაპარაკებების უნარის გაუმჯობესებაში
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავდაჯერებულობის ამაღლებაში
კურსს პროფესორი ვასილ რევიშვილი – London Business School-ის მაგისტრი და ალტე უნივერსიტეტის ლექტორი გაუძღვება.
მისი მრავალწლიანი გამოცდილება, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, მაღალი დონის საერთაშორისო პრაქტიკასაც აერთიანებს. ვასილი საქმიანობდა წამყვან პოზიციებზე როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში, მათ შორის:
გენერალური დირექტორი Silver Bank Limited-ში
მმართველი პარტნიორი Thales Investments-ში (ესტონეთი)
ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ბანკში (Deputy CEO Global Head of Wealth and Asset Management)
უფროსი საინვესტიციო მენეჯერი Pictet Asset Management SA-ში (შვეიცარია/ბრიტანეთი)
ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ. 2
დრო: 4–10 აგვისტო
კურსის ღირებულება: 1750 ლარი – მოიცავს კვებასა და აქტივობებს
რეგისტრაცია გაგრძელდება 23 ივლისის ჩათვლით.
იჩქარეთ, საზაფხულო სკოლაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი