ალტე უნივერსიტეტმა გდანსკის უნივერსიტეტის სამეცნიერო ოფისის წარმომადგენელს უმასპინძლა
ალტე უნივერსიტეტმა, CoARA Boost პროექტის ფარგლებში, გდანსკის უნივერსიტეტის სამეცნიერო ოფისის წარმომადგენელს, დაგმარა ვოიჩეკ ფუდალევსკას უმასპინძლა.
ალტე უნივერსიტეტის მიერ 9 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის CoARA Boost ერთ-ერთი ამოცანა ევროპულ უნივერსიტეტებში საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა და ტრენდების ანალიზია. სწორედ ამიტომ, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ალტე უნივერსიტეტში მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის შეფასების პროცესისა და მისი მხარდამჭერი მექანიზმებს გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, კარგი პრაქტიკების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი გამოყენება გდანსკის უნივერსიტეტში რეფორმის დასაგეგმად.
CoARA-ს პრაქტიკები მკვლევართა სამართლიან და ღირებულებაზე დაფუძნებულ შეფასებას ემსახურება, რაც ალტე უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, დანერგოს თანამედროვე მიდგომები, გააუმჯობესოს პოზიციები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და საერთაშორისო პროექტებსა და საგრანტო კონკურსებში ჩაერთოს.
გდანსკის უნივერსიტეტთან ოფიციალური შეხვედრა 10 სექტემბერს, EAIE 2025-ის ფარგლებში გაიმართება, სადაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და გაცვლითი პროგრამის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი