ალტე უნივერსიტეტსა და ოთხ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტსა და ოთხ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ალტე უნივერსიტეტსაოთხ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტი – დაარსდა 1945 წელს და წარმოადგენს ბულგარეთის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისურენოვან პროგრამებს მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ სწავლებასა და თანამედროვე სამედიცინო განათლებას.
თეირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (TUMS) – დაარსდა 1934 წელს და წარმოადგენს ირანის უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო უნივერსიტეტს. უნივერსიტეტი ცნობილია მსოფლიო დონის კვლევებითა და მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამებით;
უშკუდარის უნივერსიტეტი – კერძო უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 2011 წელს, სტამბულში და ორიენტირებულია ქცევით და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებაზე.
ალიანტეს უნივერსიტეტი – დაარსდა 1979 წელს, ესპანეთში. უნივერსიტეტი სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამებს მედიცინის, ხელოვნების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.
უნივერსიტეტის მიზანია, თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვა; ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელება; ასევე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო რესურსების გაზიარება.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი