ალტე უნივერსიტეტსა და საფრანგეთის წამყვან საინჟინრო სკოლა EPITA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტსა და საფრანგეთის წამყვან საინჟინრო სკოლა EPITA-ს (École Pour l’Informatique et les Techniques Avancées) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ალტე უნივერსიტეტის მიერ 5 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რაც სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს.
თანამშრომლობა მოიცავს:
- სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებაში;
- ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით ვიზიტებსა და სტუდენტურ კლუბებს შორის თანამშრომლობას;
- ერთობლივ სამეცნიერო კვლევით პროექტებს;
- ინტერდისციპლინურ პროექტებს მონაცემთა მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით;
- ერთობლივი და/ან ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნასა და განვითარებას;
- საერთაშორისო კონფერენციებსა და საზაფხულო სკოლებში ერთობლივ მონაწილეობას;
- ინდუსტრიასთან თანამშრომლობას ინოვაციური ეკოსისტემების მხარდასაჭერად.
EPITA საფრანგეთში, პარიზში მდებარეობს. ის განსაკუთრებით გამოირჩევა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, პროგრამული ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულებით. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ისეთ პრესტიჟულ დაწესებულებებთან, როგორიცაა École Polytechnique და მისი კურსდამთავრებულები პროფესიულ საქმიანობას თანამედროვე ინდუსტრიის წამყვან სექტორებში წარმატებით აგრძელებენ.
-
ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ბიზნესის Online სკოლას იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ხარისხიანი განათლების მხარდასაჭერად „ალტე უნივერსიტეტი“ და „თეთრი კვადრატი“ თანამშრომლობას იწყებენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი