ალტე უნივერსიტეტსა და საქართველოს რობოტიკის ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ალტე უნივერსიტეტსა და საქართველოს რობოტიკის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში რობოტიკის ასოციაციასთან ერთად ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაიგეგმება საინფორმაციო შეხვედრები, აქტივობები და ტექნოლოგიური ღონისძიებები. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ისეთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა რობოტიკის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატები.
მემორანდუმის მიზანია აღნიშნული პროექტების გზით სტუდენტებმა შეძლონ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და განიმტკიცონ კომპეტენცია.
საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) 2024 წელს დაფუძნდა და აერთიანებს პროფესიონალებს, მკვლევრებს, რობოტიკით, ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით გატაცებულ ენთუზიასტებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ცნობადობის ამაღლებას და გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა რობოტიკის დარგში.
-
ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ბიზნესის Online სკოლას იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ხარისხიანი განათლების მხარდასაჭერად „ალტე უნივერსიტეტი“ და „თეთრი კვადრატი“ თანამშრომლობას იწყებენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი