ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 აკადემიური წლის შემაჯამებელი TownHall ღონისძიება გაიმართა
ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 აკადემიური წლის შემაჯამებელი პირველი TownHall ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ გასული პერიოდის მთავარი მიღწევები და გამოწვევები შეაჯამა. მან ასევე მიმოიხილა აქტიური პროექტები და ახალი ინიციატივები, რომლებიც მიზნად უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებასა და ორგანიზაციული კულტურის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს.
ღონისძიებას უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა. შეხვედრის განმავლობაში უნივერსიტეტის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საკუთარი იდეები და ხედვები და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
-
ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ბიზნესის Online სკოლას იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ხარისხიანი განათლების მხარდასაჭერად „ალტე უნივერსიტეტი“ და „თეთრი კვადრატი“ თანამშრომლობას იწყებენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი