ალტე უნივერსიტეტში სამეცნიერო ფორუმი გაიმართა
ალტე უნივერსიტეტში სამეცნიერო ფორუმი – „From Ideas to Impact“ ჩატარდა, რომელიც მიზნად უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის წარმოჩენასა და კვლევითი კულტურის პოპულარიზაციას ისახავდა.
უნივერსიტეტის მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფორუმი ოფიციალურად, აკადემიურ საქმეთა და კვლევების მიმართულებით ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ირმა გრძელიძემ გახსნა. მან სტუმრებს უნივერსიტეტის კვლევითი პროფილი გააცნო და უნივერსიტეტში სამეცნიერო და კვლევითი საქამიანობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.
ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ისაუბრეს ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული დაფინანსების შესაძლებლობები და წარმატებული კვლევითი პრაქტიკა გაიზიარეს.
სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ ალტე უნივერსიტეტის შიდა კვლევითი გრანტების გამარჯვებულებიც, რომლებმაც საკუთარი პროექტების პრეზენტაციები წარადგინეს.
აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტე უნივერსიტეტის კვლევითი კულტურისა და პოტენციალის წარმოჩენის, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებისა და ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის გზაზე.
-
ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ბიზნესის Online სკოლას იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ხარისხიანი განათლების მხარდასაჭერად „ალტე უნივერსიტეტი“ და „თეთრი კვადრატი“ თანამშრომლობას იწყებენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი