ალტე უნივერსიტეტში STEM სკოლის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ალტე უნივერსიტეტში, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის – STEM სკოლის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, 2024 წლის შემოდგომის სემესტრის მესამე მოდულის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული ინიციატივა 2023 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში სერტიფიკატი უკვე 1 000-ზე მეტ მოსწავლეს მიენიჭა.
ალტე უნივერსიტეტი STEM სკოლის მხარდამჭერია და პროექტის სხვა ღონისძიებებშიც აქტიურად არის ჩართული. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებას და ამ მიმართულებებში მათი უნარების განვითარებას.
„ალტე უნივერსიტეტი მუდმივად უჭერს მხარს ისეთ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეებს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს განათლებისა და ინოვაციების სამყაროში.
ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს და ვუსურვებთ წარმატებებს მეცნიერებისა და ახალი აღმოჩენების გზაზე!“ – აცხადებენ უნივერსიტეტში.
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი