GE

ამ 5 წლის ბავშვებს მიეცეთ პირველ კლასში შესვლის უფლება – პარლამენტისგან გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ

მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვენ, რომ 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს უფლება მიეცეთ, დაიწყონ სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.

მოქალაქე მარიამ ბოხუასგან საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ პეტიცია მიიღო, რომლის ხელმოწერების ნამდვილობასაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაადგენს და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

პეტიციას ერთვის ხელმოწერები 35 გვერდად.

როგორ ასაბუთებენ პეტიციას ავტორები:

“სკოლის ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებში, ბავშვის სოციალურ ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის შესაბამისად, 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, გარდამავალი დებულების სახით, გათვალისწინებულ იქნას შესაბამისი ნორმა, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წელს, მითითებულ პირებს უფლება მიეცემათ, მშობლის/კანონიერი წარმომადგეწლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით დაიწყონ სწავლა ზოგადი გაწათლების დაწყებით საფეხურზე. მით უფრო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკის ბავშვებს გააჩნიათ საკმარისი ემოციურ ფსიქოლოგიური მომწიფება, ყურადღების კონცენტრაციის შესაბამისი უნარი და სასწავლო პროცესისთვის საჭირო თვითდისციპლინა, ვინაიდან სულ ცოტა 2 წელი გავლილი აქვთ შესაბამისი პროგრამები.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ასაკობრივი ზღვრის ცვლილების ინიცირება განხორციელდა სკოლებში რეგისტრაციის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, როდესაც სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებსა და ბავშვებს უკვე ჰქონდათ მკაფიო ინფორმაცია და მოლოდინი, რომ ბაღის ან წინასასკოლო მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, ბავშვები შეძლებდნენ პირველ კლასში შესვლას. ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო მათი მიზანმიმართული მომზადება სკოლის ეტაპზე გადასასვლელად. რეგულაციის შეცვლა სასწავლო წლის მიმდინარეობისას შეეხება ბავშვებს, რომლებიც უკვე აკადემიურად და ფსიქოლოგიურად მზად არიან და თავს მომავალ პირველკლასელებად აღიქვამენ. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას იმის გაგება, რომ ისინი ვერ წავლენ პირველ კლასში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი თანატოლების დიდი ნაწილი სკოლაში მიდის, ბავშვებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ფსიქოემოციურ სტრესს და აზიანებს სწავლის მოტივაციას.

ამასთან, წინასასკოლო მომზადების პროგრამებში ჩართულ ბავშვებს მოუწევთ იმავე წინასასკოლო პროგრამის ხელახლა გავლა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მზად არიან სკოლისთვის. ეს კი ზრდის რისკს, რომ ბავშვში განვითარდება სოციალურ-ემოციური და შემეცნებითი ინტერესების დაქვეითება, მათ შორის მომავალში პირველი კლასის სასწავლო მასალის მიმართ მოტივაციისა და ინტერესის შემცირება.

2026-2027 წლის სასწავლო წლისთვის გარდამავალი დეზულების (გამოწაკლისის) გათვალისწინეზა უზრუწველყოფს სამართლიან და პროპორციულ გადასვლას და უპირველესად, მოემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მის ფსიქოემოციურ კეთილდღეობასა და ასაკის შესაბამის განვითარებას.

გთხოვთ, 2026/2027 სასწავლო წლისთვის: მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება მიეცეს 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს;

სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმის გამოყენებით მოხდეს იმ ბავშვების მზაობის შეფასეზა, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და შეფასების საფუძველზე მოხდეს 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესახეზ გადაწყვეტილების მიღება”, – წერია პეტიციაში.

EDU.ARIS.GE თვალყურს მიადევნებს, რამდენად გაითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანო მოქალაქეების პეტიციის შინაარსს და დაუშვებს თუ არა გამონაკლისს.

ამავე თემაზე:

ცვლილება სასკოლო ასაკში – პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური