GE

„ამ შემთხვევაში ეძლევა მასწავლებელს უფლება, რომ მისი საგანი ჩავატაროთ დისტანციურად“ – მინისტრის მოადგილე

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ როდესაც მასწავლებელი არის რისკჯგუფში სახელმწიფომ მასზეც უნდა იზრუნოს და ჰქონდეს შესაძლებლობა საგანი დისტანციურად ჩაატაროს, თუმცა ეს ვერ იქნება ყველასთვის.

განათლების სამინისტრომ განახლებული რეკომენდაციები დღეს გამოაქვეყნა

“მგონია, რომ მასწავლებლის უფლებაც უნდა იყოს დაცული ისევე, როგორც ჩვენი მოსწავლეების უფლებაც და ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ, რომ მათზე სახელმწიფომ იზრუნოს. ამ შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ თუ რეალურად ადამიანს აქვს ჯანმრთელობის ასე ვთქვათ გართულებული მდგომარეობა და ეს დაზუსტდება… რაღაც, დილით წნევა მქონდა და ვერ წავალ, ამაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი თუ რაღაც ქრონიკული დაავადებაა, არის მაღალი რისკი იმის, რომ ყოველდღიურად ამ პროცესში იყოს ჩართული, ამას ადასტურებს მასწავლებელი და ამ შემთხვევაში ეძლევა უფლება მისი კონკრეტული საგანი ჩავატაროთ დისტანციურად. ან რაღაც პერიოდის განმავლობაში, თუ არ არის კარგად კოლეგამ ჩაატაროს შეთანხმების საფუძველზე, ეს არ არის სავალდებულო და ეს არის პროცესი, როდესაც სკოლა იწყებს ასე ვთქვათ საუბარს, დიალოგს მასწავლებელთან თუ როგორ მოხდეს ასეთი რისკის ქვეშ მყოფი მასწავლებლის შემთხვევაში სასწავლო პროცესის დაორგანიზება”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

როგორც მან აქამდე განაცხადა, საუბარი იყო “არსებით საგნებზე”, თუმცა კონკრეტიკა ამ საგნებზე არ გაკეთებულა, EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტრომ მხოლოდ ასეთი დაზუსტება მისცა:

“იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფს წარმოადგენს, სკოლას აქვს ორი შესაძლებლობა, ან კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან ჩაანაცვლოს სხვა მასწავლებლით. მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს მასწავლებლის უფლება, ამიტომ ეს პროცესი მასთან შეთანხმებით უნდა წარიმართოს”.

რა რეგულაცია უნდა გაატაროს სკოლამ, თუ მასწავლებელი რისკჯგუფშია – მინისტრის მოადგილის განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური