„ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება“
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების, შალვა პაპუაშვილისა და გიორგი ამილახვარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა გააცნო კომიტეტს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის უკვე ცნობილია, კერძო სკოლა ვალდებული იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე, ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
„კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისი თქმით, ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა არის კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის შენიშვნით, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავისას მნიშვნელოვანია არ დაზარალდეს ბავშვის ინტერესები.
მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნულ შენიშვნაზე კანონპროექტის ინიციატორები გააგრძელებენ მუშაობას.
-
განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება – რა (არ) წერია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ხელფასებზე
by ARIS.GE-განათლება
-
პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
by ARIS.GE-განათლება
-
ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი: „თხრობითი ნაწილი 500-600 სიტყვამდე შევამცირეთ, VII ან X კლასელს რაში სჭირდება, ან რა საჭიროა ყველა სულთნის სწავლა?“
by ARIS.GE-განათლება