„არ მგონია, ამ თვეს გასცდეს“ – გიორგი ამილახვარი დირექტორთა კონკურსის გამოცხადებაზე
“დარჩა ათასზე მეტი სკოლა, ასე ვთქვათ დასაკომპლექტებელი და არ მგონია, ამ თვეს გასცდეს – ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა სკოლის დირექტორთა ხელახალი კონკურსის გამოცხადების ვადებზე საუბრისას, პარლამენტის დეპუტატების მიერ საკანონმდებლო ორგანოში დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.
“ჩვენ შევთავაზებთ ნებისმიერ მსურველს, ვინც მინიმალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს. ამას ჩვენ დავიწყებთ უახლოეს მომავალში. სპეციალური წესი მუშავდება და იქნება განახლებული, ჰოლისტური მიდგომა, ინკლუზიური პროცესი, სადაც კომისიებში მოვიწვევთ გარე წარმომადგენლებს და არ იქნება მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მომავალი მინისტრი განმარტავს, რომ წავლენ იმავე მიდგომით – შეძლონ მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი კანდიდატი, რომ “სამეურვეო საბჭოებს მეტი არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეთ და თავად გადაწყვიტონ, თუ ვინ იქნებიან დირექტორები”.
“ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპეკულაციები, ცადეს ამის აგორება, მაგრამ მივიღეთ სამკაციანი პროტესტი. მე იმ სამ კაცსაც პირადად შევხვდი, და მათაც, უახლოეს მომავალში, ამ კონკურსში ვეპატიჟები”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს უყრიან კენჭს.
ასევე იხილეთ:
პედაგოგების მოწოდება პარლამენტს: „მოთხოვეთ ამილახვარს დანაპირების შესრულება!“
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება