განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორთა კონკურსის „უკეთესი წესით“ ჩატარების სავარაუდო ვადები დაასახელა
1000-ზე მეტ სკოლაში სკოლის დირექტორთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, საუბარია 2024 წლის იანვრის ან თებერვლის თვეზე.
როგორც 20 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, კონკურსი წინაზე უკეთესი წესით ჩატარდება და ამისთვის სამინისტრო ახლა მუშაობს.
“უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალ კონკურსებს, ალბათ, ახალი წლიდან, იანვარ-თებერვალზეა საუბარი. ახლა მიდის უფრო დახვეწილ და ინკლუზიურ მექანიზმებზე მუშაობა, უფრო ფართო, გახსნილ პროცესზე. 800-ზე მეტ სკოლაში შედგა არჩევნები და ერთ პირს ვერ ასახელებენ, ვინც ან არაკომპეტენტურია, ან არაკვალიფიციურია, ამიტომ არის, რომ ამ პროტესტმა ფართო მასშტაბები ვერ შეიძინა…
“შესაბამისად, პასუხი არის მარტივი: სამინისტრო მუშაობს ახალ, დახვეწილ მექანიზმებზე და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ახალი კონკურსი და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც აქვს ან არ აქვს სერტიფიცირება და სურვილი აქვს, რომ მოიპოვოს, მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღ, ობიექტურ კონკურსში, რომელიც უკეთესი წესით ჩატარდება და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, რომ დავხვეწოთ ის გამოცდილება, ის პროცედურები, რომელიც შესაძლოა, გაუმჯობესებას საჭიროებს და გამოცდილებამ ეს მოგვიტანა. კონკურსი იმის არის, რომ ვიღაცები გარეთ რჩებიან და აქ ერთადერთი, რაც რჩება, არის სამართლებრივი დავა”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
20 დეკემბერს სკოლის დირექტორთა კონკურსის შედეგების მიზეზით დაწყებული პროტესტის მონაწილეები, მაია ეკალაძე და დავით ფერაძე გიორგი ამილახვარის უწყებასთან კიდევ ერთხელ მივიდნენ და სამინისტროსგან კონკურსის გამოცხადების ვადების დასახელება მოითხოვეს.
ასევე იხილეთ:
-
არაეთიკური საქციელი? – მოსწავლეები, მშობლები და კოლეგები მენტორი მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება
-
ერთჯერადი გადაწყვეტილებით, 2026 წელს პირველ კლასში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები დარეგისტრირდებიან
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებო, თუ წელს დადგენილზე მეტ სტუდენტს მიიღებთ, ეს რაოდენობა მომავალ წელს მოგაკლდებათ – ცვლილება
by ARIS.GE-განათლება