პედაგოგების მოწოდება პარლამენტს: „მოთხოვეთ ამილახვარს დანაპირების შესრულება!“
საქართველოს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მათ შორის არის გიორგი ამილახვარი – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი.
მოსმენების პარალელურად, გიორგი ამილახვართან დაკავშირებით, პარლამენტს კონკრეტული მოწოდებით მიმართეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისულმა სკოლის დირექტორობის კანდიდატებმა – მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ.
მათი მოთხოვნა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის დახმარებით ადგილზე არაერთხელ გაჟღერდა და მისი შინაარსი ასეთია:
“მოთხოვეთ ამილახვარს დანაპირების შესრულება, რომ ჩაატაროს [დირექტორთა] არჩევნები სკოლაში დემოკრატიულად, ან გამოუცხადეთ უნდობლობა”.
ისინი მოუწოდებენ პარლამენტსა და განათლების კომიტეტს, რომ კატეგორიულად მოითხოვონ მინისტრისგან დანაპირების შესრულება მის მიერ საჯაროდ გაცხადებულ ვადებში.
ასევე იხილეთ:
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება