„არ ვიცოდი თუ გრამატიკულ შეცდომებზე დავალება არ იქნებოდა და გამიხარდა“ – უცხოური ენების გამოცდის II სესიის შეფასებები
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე, უცხოური ენების გამოცდის მეორე სესიაზე აბიტურიენტებმა ტესტები ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებში წერეს.
დილის სესიის აპლიკანტების მსგავსად, მეორე სესისის აბიტურიენტების ნაწილი საგამოცდო ტესტებიდან მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალების ამოღებას იწუნებენ, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. აბიტურიენტების ნაწილი კი მიიჩნევს რომ პირიქით, ამ ცვლილებამ ტესტი გაამარტივა. აღმოჩდნენ ისეთებიც, ვინც აღნიშნულის შესახებ მანამ არაფერი იცოდნენ, სანამ საგამოცდო ტესტები არ ნახეს.
ელენე ოჩხიკიძე 173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრი: “საშუალო სირთულის ტესტი იყო, თემაც ისეთი იყო სკოლას ეხებოდა და რთული არ იყო. შარშანდელთან შედარებით წელს ამ გამოცდის ჩაბარება, ვფიქრობ, უფრო მარტივია, რადგან გრამატიკის ნაწილი ამოღებულია. მართალია, თემის წერის დროს გრამატიკა აუცილებელია და მის გარეშე გამართულ წინადადებებს ვერ დაწერ, მაგრამ გასული წლის ნიმუშები რომ ვნახე იქ გრამატიკული ნაწილი საკმაოდ რთული იყო, ტექნიკური ხარვეზები არ ყოფილა, დროს რაც შეეხება თუ სწორად გაანაწილებდი სრულიად საკმარისი იყო”.
დიანა კუტუბიძე, 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრი: ,,საკმაოდ მარტივი ტესტი იყო ინგლისურში, მაგრამ, ჩემი აზრით, დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა არ უნდა ამოეღოთ, იმიტომ რომ ტექსტებზე გადმოვიდა ამით აქცენტი და უფრო მეტ დაკვირვებას და ყურადღებას მოითხოვდა. ესე იყო სკოლებში ლიტერატურის სწავლება სჯობს ბავშვებისთვის თუ ჭადრაკის. მოსმენითი დავალებებიც უხარვეზო იყო და ტექსტებიც მარტივი”.
დეა ლომთაძე: ,,არ ვიცოდი თუ გრამატიკულ შეცდომებზე დავალება არ იქნებოდა და გამიხარდა. არ მიჭირდა, მაგრამ შედარებით რთული დავალება იყო ჩემთვის. ესე იყო სკოლებში ლიტერატურის კლუბის არსებობა უფრო აუცილებელია თუ ჭადრაკია. მოსმენის დავალებები მარტივი იყო და ორჯერ ამეორებდნენ.”
გიორგი ბოჭორიშვილი: ,,ცოტა რთული გამოცდა იყო ჩემთვის. ვფიქრობ, რომ გრამატიკულ შეცდომებზე დავალება არ უნდა ამოეღოთ. ადვილად ვართმევდი შედარებით თავს, წერით დავალებებში კი გამიჭირდა გრამატიკული შეცდომების მოძებნა. ესე არ დამიწერია.”
,,არ შემიმჩნევია ტესტში თუ რამე დავალება იყო ამოღებული. გრამატიკული შეცდომები კი შემხვდა დავალებებში და გავასწორე, საკმაოდ მარტივად. გამოცდაც და ტესტიც მარტივი იყო”, – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა 175-ე საგამოცდო ცენტრიდან.
გამოცდა რთულად შეაფასა აბიტურიენტმა 177-ე საგამოცდო ცენტრიდან: “ძალიან რთული იყო ჩემთვის, ესე არც დამიწერია, წერილი ბანკებზე იყო. რთული იყო სიტყვების ჩასმაც. ყველაზე მარტივი ტექსტის მოსმენა აღმოჩნდა ჩემთვის და ვფიქრობ ყველაზე უკეთ გავაკეთე”.
უცხოური ენების გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 95%-ზე მეტი აპლიკანტი გამოცხადდა. ხვალ უცხოური ენის გამოცდა ისევ ორ სესიად ინგლისურ ენაში ჩატარდება და ამით სავალდებულო საგნების გამოცდები დასრულდება.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადეს ანუკი წიწილაშვილმა და თამთა ვირსალაძემ
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
უწყებას პროფესიის გაუქმება შეეძლება – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციები ფართოვდება
by პროფესიული განათლების ამბები