GE

განათლების სამინისტრო ზგემზე მათთვის რაციონალურ წინადადებებს გაითვალისწინებს – რა სტადიაშია დოკუმენტის განახლების პროცესი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ამბობს, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტის განახლებისთვის საჯარო განხილვების ფარგლებში მიღებული წინადადებების განხილვა სამინისტროს შესაბამისი უწყებების მხრიდან ახლაც მიმდინარეობს.

“ჩვენ პრაქტიკულად საბოლოო ფაზაზე ვართ და უახლოეს მომავალში, ალბათ შემდეგ კვირასაც კი, აღნიშნული ზგემის პროექტი უკვე მთავრობაში დაინიცირდება”, – განაცხადა გიორგი ნამილახვარმა.

განათლების მინისტრი არ ეთანხმება პოზიციას, თითქოს მათ მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტში დემოკრატიული პრინციპების ნაკლებობაა და ამბობს, რომ ყველა მიღებულ წინადადებასა თუ მოსაზრებას გაითვალისწინებენ.

„ხაზგასმით მინდა, ვთქვა, არცერთი მიღებული წინადადება არ დარჩება უყურადღებოდ, რომელიც თანხვედრაშია იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეს დოკუმენტი ავაგეთ. ამ ყველაფრის გადამუშავება, ანალიზი მიმდინარეობს ახლაც. რაც მთავარია, ჩვენ დავიწყეთ ჩვენ მიერ დაინიცირებული საჯარო განხილვები. რამდენიმე, საკმაოდ ფართომასშტაბიანი შეხვედრა შედგა თბილისში, თელავში, ქუთაისში. ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც გვაინტერესებდა საზოგადოების აზრი, პრაქტიკულად, მიღებული გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხის ეთერში საუბრისას.

ზგემის ახალ ვერსიაში სიტყვების – “ლიბერალური ღირებულებები” გაქრობას და ამ თემაზე საზოგადოებისა თუ სპეციალისტების კრიტიკას სამინისტრო ასე პასუხობს:

“ჩვენ ძალიან პრინციპულად ვუყურებთ ამ საკითხს და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის დეკლარაციულ დოკუმენტში არ უნდა იყოს რაიმე მინიშნება კონკრეტულ იდეოლოგიურ წანამძღვრებზე. ჩვენ ვიზიარებთ იმ კრიტიკულ მოსაზრებას, რასაც რაციონალურად მივიჩნევთ, მაგრამ ამ დოკუმენტში არის პრინციპები, რასაც ფუნდამენტურ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვფიქრობთ, რომ ეს დასათმობი არ არის”, – განათლების მინისტრის მრჩეველი გია მურღულია.

ამავე თემაზე:

ნელი მოქმედების ნაღმები ზგემში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური