აწსუ-ის არაბისტიკის სტუდენტებმა კატარისა და ქუვეთის უნივერსიტეტების სტიპენდიები მოიპოვეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, საერთაშორისო სტიპენდიები მოიპოვეს:
თათია ბებიაშვილი, III კურსის სტუდენტი, გახდა კატარის სახელმწიფოს სტიპენდიანტი 2025-2026 სასწავლო წლისათვის და სწავლას გააგრძელებს კატარის უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრში.
ანო კუჭუხიძე, II კურსის სტუდენტი, წარდგენილია ქუვეითის სახელმწიფოს სტიპენდიაზე და სწავლას განაგრძობს ქუვეითის უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრში.
თამარ ნიკოლეიშვილი, საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, უკვე იმყოფება ქუვეითის უნივერსიტეტში, სადაც ქუვეითის სახელმწიფოს სრული დაფინანსებით სწავლობს არაბულ ენას ენების ცენტრში.
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი