GE

აწსუ-ის სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები გამოავლინა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და აწსუ-ის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის FabLab ATSU -ს ორგანიზებით, მიმიდინარე წლის თებერვალში გაიმართა სასკოლო ჰაკათონი JUNIOR ATSUHACK.
სასკოლო ჰაკათონში მონაწილეობის სურვილი გამოხატა 1040 მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის კერძო და საჯარო სკოლებიდან. თუმცა ონლაინ-ტესტირების შედეგების საფუძველზე, შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 100 მოსწავლე (მე-6 – მე-12 კლასი) საქართველოს სხვადასხვა რეგონიდან.

2017 წლის 12 თებერვალს, ქ. თბილისის „ტექნოპარკში“ მონაწილეები 16 გუნდად დაკომპლექტდნენ და 1 კვირის განმავლობაში მენტორებთან ერთად იმუშავეს იდეების რეალიზებაზე. ხუთ-ხუთი მოსწავლისაგან შემდგარი გუნდები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახდენდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. გუნდებს რეგიონების მიხედვით ემსახურებოდა FabLab-ის ქსელი.

19 თებერვალს კი გაიმართა დასკვნითი ღონისძიება, სადაც მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს დასრულებული პროექტების პრეზენტაცია. სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ (აწსუ-ის რექტორი გიორგი ღავთაძე, Microsoft-ის წარმომადგენელი საქართველოში – შოთა მურცხვალაძე, მალხაზ ჯინჯიხაძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი – ნინო მარღიშვილი, გიორგი ჩაჩუა) გამოავლინა სამი გამარჯვებული გუნდი:

  • I ადგილის მფლობელი გახდა გუნდი Apolo (პროექტი – დამზადდა, მობილურია აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია ტურისტებისთვის, მასზე დატანილია სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები და მათი აღწერილობები, როგორც ტექსტური, ასევე ხმოვანი სახით. რომლის ყველა წევრსაც აწსუ ადმინისტრაციისაგან გადაეცა Lenovo-s პლანშეტი;
  • II ადგილის მფლობელი გახდა გუნდი Hackboys, რომლის ყველა მონაწილეს გადაეცა Huawei-ს პლანშეტი;
  • III ადგილის მფლობელი გახდა გუნდი Discovery, რომელსაც ცაჩუქრად გადაეცა Samsung galax სმარტფონი; Microsoft-ის წარმომადგენელმა კი რჩეულ გუნდს გადასცა Acer -ის ლეპტოპი.

ჰაკათონის მიზანია მოსწავლეების გაერთიანება, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა პროგრამული, დეველოპერული, დიზაინური და საინჟინრო სამუშაოების შესრულება. აგრეთვე, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ცოდნის და გამოყენების ხარისხის გამოვლენა ეროვნული სასწავლო გეგმის „ისტ“-ს სტანდარტის შესაბამისად.

პირველი მასშტაბური სასკოლო ჰაკათონი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური