აწსუ თურქეთის ორ უმაღლეს სასწავლებელთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, შალვა კირთაძის, ხელმძღვანელობით 2025 წლის 13,14 და 15 მაისს რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის და გერასუნის სახელმწიფო უნივერსიტეტებს სტუმრობდა.
შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მათ შორის:
- მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლა რიზესა და გერასუნის უნივერსიტეტებში,
- აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულებით,
- ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელება ორივე უნივერსიტეტში,
- გერასუნის უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით,
- აკადემიური პერსონალის ვიზიტები ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით (მედიცინა, ინგლისური ენა და ლიტერატურა),
- რიზეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობა ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში,
- ორმაგი დიპლომების გაცემის საკითხი.
ამასთანავე კულტურათაშორისი დიალოგის განხორციელების მიზნით, დაიგეგმება ზაფხულის სკოლები მედიცინის, თურქოლოგიის, ტურიზმისა და ინგლისური ენისა და ლიტერატური სპეციალობის სტუდენტებისათვის როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში.
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი