GE

ახალგაზრდა ბანკირების პროგრამით დაწყებული კარიერა პროკრედიტ ბანკში

საქართველოში პროკრედიტ ბანკის ისტორია 1999  წლიდან სხვა სახელით და ლოგოთი იწყება. 2003 წელს განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ კი ქართულ საბანკო სექტორში ახალი სიტყვა ,,პროკრედიტი”  დამკვიდრდა. თითქმის ოცი წელია ეს სახელი სანდოობასთან და ხარისხთან ასოცირდება. სანდოობას და ხარისხს კი პირველ რიგში კვალიფიციური კადრები განაპირობებენ.  ალბათ, ეს ბანკი ერთადერთია საქართველოში სადაც მენეჯერების და ხელმძღვანელი პირების გადმოყვანა სხვა სამსახურებიდან თითქმის არ ხდება. თითოეული კადრი ბანკში სულ პირველი საფეხურიდან იწყებს და შემდეგ უკვე მასზე და მის მონდომებაზეა დამოკიდებული რას და რამდენ ხანში მიაღწევს.  პირველი საფეხური კი ,,პროკრედიტში”,,ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამაა” – განათლების 6–თვიანი კურსი. პროგრამის შესახებ ჩვენი მკითხველი უკვე ინფორმირებულია. ამჯერად კი ARIS.GE-განათლება იმ ახალგაზრდებს ესაუბრა, რომლებმაც  პროგრამა უკვე გაიარეს და  დღეს უკვე ბანკის თანამშრომლები არიან.

მარიტა შეშაბერიძე 24 წლის;  პოზიცია: ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი

marita– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე – ჩემი ძირითადი პროფესია პოლიტიკის მეცნიერებებია, ამავე უნივერსიტეტის მაგისტრი ვარ კლინიკური ფსიქოლოგიის განხრით. ერთი წელი ტალინშიც ვსწავლობდი ერასმუსის გაცვლითი პროგრამით. პროკრედიტ ბანკი, სტუდენტებისთვის ,,ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაზე”  პერმანენტულად აწყობს საინფორმაციო შეხვედრებს .  მეც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მოვხვდი. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის არ იყო, რადგან ფინანსები არ არის ჩემი პირველადი პროფესია. თუმცა შემომთავზეს და მეც შევავსე განაცხადი- მოდი ვსინჯოთ, რატომაც არა პრინციპით. გამიმართლა…საკმაოდ რთული და კომპლექსური  შერჩევის  ყველა ეტაპი გავიარე და შემდეგ 6 თვიანი პროგრამაც დაიწყო. შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები, დისკუსიები – საკმაოდ დატვირთული და საინტერესოდ შედგენილი პროგრამაა. ვცხოვრობდით ბანკის ტრენინგცენტრში. ჩემთვის ,,ჩელენჯი”- გამოწვევა  ფინანსური მათემატიკისა და ბუღალტერიის კურსი იყო – პირველად მქონდა შეხება, მაგრამ დავძლიე. ჩავაბარე ტესტირება და მერე უკვე ზოგადი, ინტენსიური ტრენინგ–კურსი დაიწყო. ამ პროგრამის შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და  იმას, რაც მაშინ ვისწავლე, დღესაც ვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში”.

დღეს მარიტა  ბიზნეს კლინეტთა მრჩეველია.

–უკვე 1 წელია რაც ბიზნეს კლიენტთა მრჩევლად ვმუშაობ,ზუსტად ვიცი რა იქნება მომავალში, რადგან აქ მოსვლის დღიდან იცი რა ეტაპები უნდა გაიარო, იცი რომელი პოზიციის შემდეგ, რომელ პოზიციას შემოგთავაზებენ.  სახელფასო შკალაც ცნობილია. მართალია, ადრე არც კი მიფიქრია, რომ ბანკს დაუკავშირდებოდა ჩემი საქმიანობა. თუმცა დღითიდღე მიმძაფრდება იმის შეგრძნება, რომ სწორედ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელსაც უნდა ვაკეთებდე.

მარიტას ვთხოვეთ, გაეხსენებინა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ,,ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამამ”  შესძინა და რომელიც დღემდე ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.

–,,ყოველთვის მეგონა, რომ ინდივიდუალურად დავალების შესრულება უკეთ გამომდიოდა. სწორედ პროგრამის ფარგლებში მიხვდი,  რომ ჯგუფური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე მომყვება გუნდურად მუშაობის მნიშვნელობის შეგრძნება. ასევე,  გამოვყოფდი ინტენსიური სწავლების რეჟიმს. ეს ერთგვარად საკუთარი თავის შემოწმებაა, რამდენად სწრაფად ახერხებ სიახლეების მიღებას და მათთან ადაპტირებას”.

ირაკლი უშვერიძე 23 წლის;  პოზიცია: კლიენტთა მრჩეველი

irakli–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. შემდეგ, ერთი წელი გერმანიაში ვსწავლობდი. როდესაც ,,ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისა” და პროკრედიტ ბანკის შემოთავაზების შესახებ  გავიგე, რა თქმა უნდა დავინტერესდი. ყველაზე ძალიან ის ფაქტი მომეწონა, რომ ამ ბანკში პირდაპირ არ გიღებენ, ნებისმიერ პირს არ შეუძლია აქ კარიერის დაწყება, როგორც სხვაგან. ,,პროკრედიტში” ჯერ გასწავლიან და შემდეგ იწყება შენი კარიერა. მე ორ კვირიანი ფოკუს სესია (შერჩევის საბოლოო ეტაპი) მაკედონიაში გავიარე, 6–თვიანი ტრენინგი კი ბულგარეთში. ეს ექვსი თვე სრულიად საკმარისია გამოსცადო შენი თავი,  დააკვირდე,  როგორ მუშაობ ინდივიდუალურად თუ გუნდურად. დააკვირდე შენს უცხოელ კოლეგებს.  ვფიქრობ, საკმარისი პერიოდია, რომ გაიცნო არამხოლოდ საქართველოში არსებული პროკრედიტ ბანკი, არამედ მთლიანად ამ ბანკის სტრუქტურა.

ახლა ირაკლი ,,ახალგაზრდა ბანკირების”  6–თვიანი პროგრამის შემდეგ,  სავალდებულო 6–თვიან სტაჟირებას გადის. ამბობს, რომ ჯერ არ იცის რა პოზიცია  ექნება მომავალში, თუმცა ზუსტად ხვდება, რომ ეს ის ადგილია სადაც კიდევ დიდხანს სურს იმუშაოს.

ანა ჩომახიძე 23 წლის; პოზიცია: ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი

ana–ანა უკვე წელიწადნახევარია პროკრედიტ ბანკში მუშაობს, დღეს ბიზნეს კლინეტთა მრჩეველია. სანამ ბანკში მივიდოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა. საბანკო საქმეს გერმანიაში დუალურ უნივერსიტეტშიც სწავლობდა. ,,ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის“ შესახებ ერთ-ერთი პროფესორისაგან შეიტყო და გადაწყვიტა, განაცხადი გაეკეთებინა.

,,მეოთხე კურსზე ვიყავი როდესაც პროგრამის შესახებ შევიტყვე, ვინაიდან დიდი ინტერესი მქონდა ამ სფეროს მიმართ ბევრი არცმიფიქრია და განაცხადი გავაკეთე. გასაუბრების ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, იმ პირველ ნაკადში მოვხდი,  რომელმაც ბულგარეთში გაიარა პროგრამა. 6 თვის მანძილზე განვიხილავდით სხვადასხვა საინტერესო თემებს,  როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორიდან .  განსაკუთრებით გამოვყოფ ერთ ფაქტს ინფორმაციის საერთაშორისო დონეზე გაცვლა ძალიან გზრდის და განვითარებს”.

დღეს ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ბანკირების პროგრამამ კრიტიკული და ანალიტიკური  აზროვნების უნარები  განუვითარა. ,,თეორიულ ცოდნასთან ერთად გუნდურად მუშაობა მასწავლა და ძალიან ბევრი ისეთი დადებითი თვისება შემძინა,  რასაც დღესაც აქტიურად ვიყენებ ყოველდღიურ საქმიანობაში”.

თამარ ბურკაძე 24 წლის; პოზიცია: ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი

tamuna–თამარიც ანასთან ერთად პირველი საერთაშორისო დონეზე ჩატარებული ,,ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამის“ მონაწილეა.  ბაკალავრიატი მაკრო-ეკონომიკის განხრით თსუ–ში დაამთავრა. შემდეგ  ,,ახალგზრდა ბანკირთა პროგრამაში” ჩაერთო.

,,პირველი ორი კვირა ადგილობრივ პროგრამაში ვიყავი, შემდეგ მითხრეს, რომ აპირებდნენ პირველი საერთაშორისო პროგრამის ჩატარებას და ბულგარეთში წასვლა შემომთავაზეს.  რა თქმა უნდა დავთანხმდი. ყველა ხარჯს ,,პროკრედიტი” ანაზღაურებს: გზა, ვიზის მოსაკრებელი, იქ ცხოვრება და ამას პლუს სტიპენდიის სახითაც კი გარკვეულ თანხას გვაძლევდნენ. ამ პროგრამის ფარგლებში პირველი რამდენიმე თვე თეორიულ ნაწილს გავდიოდით, მათ შორის ბუღალტერია, მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა. შემდეგ იყო ტესტირება. ტესტირების წარმატებით დაძლევის შემდეგ ბლოკებად სხვადასხვა საკითხი გავიარეთ.  ყველა ბლოკის შემდეგ უკუკავშირია.  თუ რამე გაქვს გამოსასწორებელი – რჩევებს გაძლევენ. ამ პროგრამის ფარგლებში მარტო ბანკთან დაკავშირებულ საკითხებს არ გადიხარ. განვიხილავდით ზოგად თემებსაც.  პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,  რომ ძალიან ბევრი საკითხი გლობალურ ჭრილში გავიარეთ. საინტერესო დისკუსიები იმართებოდა. კონკრეტულად გამოყოფა გამიჭირდება,  რადგან ძალიან მრავალფეროვანი პროგრამაა. თუმცა ის, რომ სხვადასხვა მენტალიტეტის და ხედვის, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიებს მართავენ -ეს უდაოდ აღნიშვნის ღირსია.  თავიდან, როდესაც აქ მოვედი საბანკო სექტორში დარჩენას არ ვაპირებდი, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ახლა ბიზნეს კლინეტთა მრჩეველი სტაჟიორი ვარ და ჩემი სამომავლო გეგმებიც ამ ბანკს უკავშირდება,”.

საუბრის ბოლოს, ოთხივე ახალგაზრდა ბანკირს იდენტური კითხვა დავუსვით – იმ შემთხვევაში, თუ სხვა ბანკიდან უფრო საინტერესო შემოთავაზებას მიიღებენ, დათანხმდებიან თუ არა გადასვლას. პასუხი იდენტური იყო:

ოთხივე ფიქრობს რომ ,,პროკრედიტში” მათ განათლებასა და განვითარებაზე ერთნაირად ზრუნავენ და არესბული სამუშაო გარემო მათი ცოდნის რეალიზების საუკეთესო საშუალებას იძლევა. მათთვის ნათელია ბანკის მოთხოვნები და ხედავენ თავიანთ როლს ორგანიზაციის განვითარებაში.

,,რესურსი, რომელიც ბანკმა ჩვენს განათლებაში ჩადო ძალიან დიდია,  ამას კარგად ვხვდებით, გააზრებული გვაქვს და გვინდა, ჩვენც ადეკვატურად ვუპასუხოთ.  დაწინაურების და წინსვლის შანსი აქ ყოველთვის დიდია. პროკრეტიტ ბანკს თავიანთი თანამშრომლების მიმართ საკმაოდ მაღალი პროფესიული მოთხოვნები აქვს, აქ მუდმივად ხდება ყველა თანამშრომლის 360 გრადუსით კრიტიკული შესაფება და მისი პოტენციალის განსაზღვა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენი პროფესიული გეგმები მხოლოდ ამ ბანკს უკავშირდება”.

დასაქმება პროკრედიტ ბანკში – პროფესიული ზრდისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა (R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური