„ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებისთვის რეფორმები განათლების ყველა საფეხურზე განხორციელდება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის პიროვნული განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.
ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 5 მარტს, ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამ მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე შესაბამის რეფორმებს განახორციელებს.
“მინდა გამოვყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვიტარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება. ეს ხედვები ცხადია, ახალგაზრდული პოლიტიკის მხოლოდ ზოგად ხედვაში სათანადოდ აისახება და მომდევნო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ეფექტიან და თანმიმდევრულ პოლიტიკას გაატარებს”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე იხილეთ:
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება