ახალი სასწავლო წლიდან 10 000-ზე მეტი მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს – ვის მოემატება ხელფასი
ჯერჯერობით ისევ არ არის გადაწყვეტილი, პედაგოგთა ხელფასები, ან სტატუსის დანამატები გაიზრდება თუ არა მომავალი სასწავლო წლიდან.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პედაგოგთა სტატუსების ამაღლების შემდეგ აანონსებს მათთვის ხელფასის ზრდას.
EDU.ARIS.GE-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა კითხვით, იგეგმება თუ არა სექტემბრიდან პედაგოგთა ხელფასების გაზრდა? ვის გაეზრდება ხელფასი (რომელი სტატუსის მქონე პედაგოგს) და რა რაოდენობით? – რომელზეც უწყებამ ასე გვიპასუხა.
„დიფერენცირებული და მზარდია მასწავლებლების ანაზღაურება სხვადასხვა კარიერულ საფეხურზე. 2018-2019 სასწავლო წლისათვის 5 800 -ზე მეტით გაიზარდა იმ მასწავლებლის რაოდენობა, რომელთაც ერთი საფეხურიდან გადაინაცვლეს ზედა საფეხურზე, რამაც გამოიწვია მასწავლებლის ხელფასების ზრდა. ასევე გათვალისწინებულია, რომ მომავალი 2019-2020 სასწავლო წლიდან 10 000-ზე მეტი მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს.
საგულისხმოა, რომ სამინისტრო კვლავ აგრძელებს მასწავლებელთა მხარდაჭერას სტატუსის ამაღლებისათვის და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, შესაბამისად, განათლების რეფორმის სხვა კომპონენტებთან ერთად, განიხილება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ზრდის საკითხიც“, – განგვიცხადეს სამინისტროში.
EDU.ARIS.GE-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან იმის შესახებაც გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორია საქართველოში.
სამინისტროს ცნობით, 2019 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებულია 38 312 პრაქტიკოსი მასწავლებელი, უფროსი – 24 765, წამყვანი – 496 მენტორი – 49.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, სულ მასწავლებელთა რიცხვი საქართველოში შეადგენს 63 622-ს.
ამავე თემაზე:
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- „განათლება თავისუფლებაა“ – ქართულ განათლებაში არის თავისუფლება? – მენტორი მასწავლებელი 2024 წლის ფაქტებზე by განათლებული ბლოგი
- რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში by განათლებული ბლოგი