ახალი სქემა ამოქმედებას იწყებს – უფროსმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად 22 სექტემბერი არ უნდა გამოტოვოს
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა ამოქმედებას იწყებს და მის ფარგლებში წინსვლის მსურველ პედაგოგებს რიგი ფუნქციების შერულების ვალდებულება აქვთ.
მენტორი მასწავლებელი, მზია კახაძე კოლეგებისთვის განმარტავს, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო უფროსი მასწავლებლის მხრიდან წაყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად და რატომ არ უნდა გამოგრჩეთ 22 სექტემბერი:
“საკუთარი მიმართულების შერჩევა: ირჩევთ სქემით განსაზღვრული სამი მიმართულებიდან ერთ-ერთს – სწავლა-სწავლებას, მართვა-ადმინისტრირებას ან საგანმანათლებლო კვლევას.
ვაკანტური ფუნქციის არჩევა და მინიჭება: მას შემდეგ, რაც სკოლა eSchool-ის სისტემაში გამოაქვეყნებს თავის საჭიროებებზე მორგებულ ვაკანტურ ფუნქციებს (რომლებიც eSchool-ის სისტემაში 22 სექტემბრიდან გამოჩნდება), ათვალიერებთ თქვენ მიერ არჩეული მიმართულების ქვეშ არსებულ ვაკანსიებს, აკეთებთ განაცხადს და წარადგენთ პროფესიულ ხედვას. ხოლო იმ პედაგოგებს, რომელთა ხედვაც დადებითად შეფასდება, კონკრეტულ ფუნქციას დირექტორი ოფიციალური ბრძანებით მიანიჭებს. (ცნობისთვის: შესაბამისი ინსტრუქციები უკვე დაგზავნილია და დეტალური ინფორმაცია მასწავლებლებს ძალიან მალე ეცნობებათ).
ფუნქციის განხორციელება (1 სასწავლო წელი): იწყებთ შერჩეული ფუნქციისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას. საქმიანობა გათვლილია ერთ სასწავლო წელზე, ხოლო კვირეული დატვირთვა შეადგენს საშუალოდ დაახლოებით 2 საათს. წლის ბოლოს ფუნქციის წარმატებით შესრულებით დასტურდება თქვენი წამყვანის სტატუსი”, – აღნიშნავს მენტორი მასწავლებელი.
ამავე თემაზე:
-
რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“
by განათლებული ბლოგი
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
