„ახლადმიღებულ სტუდენტებთან მიმართებაში სწავლა ფაქტობრივად უფასო იქნება“
2026 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მთავარი სიახლეები განათლების მინისტრის მიერ 1-ელ დეკემბერს, მას შემდეგ დასახელდა, რაც მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა.
გივი მიქანაძის ინფორმაციით, შემდეგი წლიდან უმაღლეს განათლებაში უკვე ამოქმედდება რეფორმის რამდენიმე კომპონენტი და მათ შორის არის ახლადმიღებული სტუდენტების სწავლის დაფინანსებაც.
კითხვას, რა ცვლილებები შეეხებათ და როგორ მოუწევთ სწავლა მომავალ წელს სტუდენტებსა და მოსწავლეებს, გივი მიქანაძემ სტუდენტების ნაწილში უპასუხა:
“რაც შეეხება საუნივერსიტეტო კომპონენტს, შემდეგი წლიდან ჩვენ უკვე შემოგვაქვს 3+1+1 სისტემა. აუცილებლად შემოგვაქვს ის კომპონენტი, რაც უკავშირდება 1 ქალაქი 1 ფაკულტეტი და ამ შემთხვევაში თბილისსა და ქუთაისზეა ძირითადი აქცენტირება გაკეთებული და ასევე, რა თქმა უნდა, უკვე გვექნება ბაზრის კვლევიდან გამომდინარე განსაზღვრული კონკრეტული ადგილების რაოდენობა შესაბამის ფაკულტეტებზე, ისევე, როგორც ახლადმიღებულ სტუდენტებთან მიმართებაში საგრანტო დაფინანსება აღარ იმუშავებს, იმიტომ, რომ მათთვის სწავლა ფაქტობრივად უფასო იქნება”, – თქვა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
თუმცა, მინისტრს არც ამჯერად უთქვამს, დაახლოებით რამდენი ადგილის დასაფინანსებლად იქნება მზად სახელმწიფო და საერთოდ, იარსებებს თუ არა ფასიანი საგრანტო პროგრამები სახელმწიფო უნივერსიტეტებში?
ასევე იხილეთ:
-
გამოცდის წინ გადასამეორებელი – ეს წესები აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას არ უნდა დაარღვიოს
by ARIS.GE-განათლება
-
ინგლისური ენის გამოცდაში ეს ფრაზული ზმნები და წინდებულები წლიდან წლამდე მეორდება – 5 წლის ტესტების ანალიზი და სია აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი ამინდი ელით ზაფხულის გამოცდების მონაწილეებს ივლისის თვეში – სინოპტიკოსების პროგნოზი
by ARIS.GE-განათლება
