GE

ბაღებში პედაგოგთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავების შემდეგ ხელფასების ზრდა იგეგმება

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში პედაგოგთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შემუშავების შემდეგ ხელფასების ზრდა იგეგმება. ამის შესახებ ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის შეხვედრა მიმდინარეობს.

“მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ხელფასები, თუმცა მას შემდეგ რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ, ამას უნდა მოჰყვეს ხელფასების ზრდა. ამ შემთხევაში უნდა მოხდეს პედაგოგის შეფასება და არა გამოცდა. უნდა შეფასდეს ამა თუ იმ ადამიანის კვალიციკაცია, ეს არ უნდა იყოს სტრესული. ამ შემთხვევაში სტრესულ მეთოდს არ გამოვიყენებთ. ამავდროულად უნდა შემოვიდეს ეიჩარის სტრატეგია.

მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს თანაბარი ანაზღაურება, ვინაიდან ზოგს განსხვავებული კვალიფიკაცია აქვს. ასევე უნდა ამაღლდეს დირექტორის კვალიფიკაციაც. თუმცა ეს პროცესები განხორციელდება მას შემდეგ რაც გვექნება „ეიჩარ გეგმა”, – განაცხადა გვანცელაძემ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს განათლების ყოფილი მინისტრის განცხადებით,  საბავშვო ბაგა–ბაღების მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების მომატება და დარეგულირება პროფესიული განვითარების სქემით მოხდებოდა და იქამდე საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის უახლოეს მომავალში ხელფასების მატება მოსალოდნელი არ იყო.

EDU.ARIS.GE-მ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან ბაღებში არსებული სახელფასო ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია 2017 წლის ოქტომბერში გამოითხოვა. საბავშვო ბაგა–ბაღში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება (დარიცხული ოდენობა) პოზიციების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • დირექტორი – 1000 ლარი;
  • დირექტორის მოადგილე – 600 ლარი;
  • საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი (მეთოდისტი) – 577,5 ლარი;
  • სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – 605 ლარი;
  • ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი – 425,5 ლარი;
  • თვალის ექიმი, ოფთალმოლოგი – 500 ლარი;
  • ექთანი, ოფთალმოლოგი – 420 ლარი;
  • აღმზრდელი – 660 ლარი;
  • აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) – 550 ლარი;
  • მუსიკის პედაგოგი – 374,5 ლარი;
  • ცეკვის პედაგოგი – 374,5 ლარი;
  • მზარეული – 540 ლარი;
  • მზარეულის დამხმარე – 480 ლარი;
  • დარაჯი/დაცვა – 250 ლარი;
  • დამლაგებელი – 360 ლარი;
  • მრეცხავი – 360 ლარი;
  • საქმისმწარმოებელი – 517,5 ლარი;
  • სპეციალური პედაგოგი – 400 ლარი;
  • ფსიქოლოგი – 402,5 ლარი;
  • ლოგოპედი – 385 ლარი;
  • ბიბლიოთეკარი – 250 ლარი;
  • მუშა – 250 ლარი;
  • მებაღე – 220 ლარი.

ამავე თემაზე:

საბავშვო ბაღების სამუშაო საათები შესაძლოა, 20:00 საათამდე გახანგრძლივდეს

„საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასების მატება სქემის მიხედვით დარეგულირდება“

ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს

როგორია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები – პროფესიული სქემის ამოქმედების ვადები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური