GE

„ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა“ – მესამე სამეცნიერო კონფერენცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით 2025 წლის 27 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გაიმართა სტუდენტთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა“.

კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს: გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნელი ჭამპურიძემ და პროფესორმა იცანე ბალახაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში ჩაერთო და მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, დოქტორი ღასან ხალილი, რომელმაც ისაუბრა ბავშვთა უფლებებსა და უსაფრთხო სკოლის მნიშვნელობაზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა.

პროგრამით წარმოდგენილი იყო სამ ათეულზე მეტი მოხსენება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური